x
image
ელენე გუმა
რა გელოდებათ ივნისის თვეში ? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image
ვერძი
- ივნისის თვეში თქვენს ქმედებებს არა გონება, არამედ იმპულსები აკონტროლებს. აუცილებელია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, როგორც სიტყვებში, ასევე ქმედებებში. მოირიდეთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში ამ პერიოდში დაწყებულ საქმეებს გაგრძელება აუცილებლად ექნება.


ამწუთას ბევრია დამოკიდებული თქვენს შინაგან თავდაჯერებულობაზე, სწორედ მას შეუძლია ეფექტური შედეგის მოტანა. დაწყებული საქმეები ნელ-ნელა განვითარდება, თუმცა საბოლოოდ მყარი შედეგი ექნება.


ფულის არასაჭირო ნივთებში დახარჯვის ალბათობა ივნისში დიდია, შესაბამისად კარგად დაფიქრდით, ვიდრე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ.


კურო - ივნისის თვეში მათ სურთ სასიყვარულო ურთიერთობის გამყარება. სწორედ რომ დროა სიყვარულისთვის, დასვენებასა და გართობისთვის.



ხელსაყრელი პერიოდია პუბლიკაში თავის წარმოჩენის და პოპულარობის მოპოვების. ასევე, დიდი შანსია წარმატებული კომერციული გარიგების, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. კარგი პერიოდია საქმიანი ვიზიტებისთვის, ახალი საქმის წამოწყებისთვის.


ამ თვის რისკი კუროებისთვის ფულია. ძირითადი ბიუჯეტი საჩუქრების და ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის დაგეხარჯებათ.


ტყუპები - ივნისი ტყუპებისთვის აქტიური პერიოდია. ახალი იდეები გაუჩნდებათ, გაიზრდება საქმიანი პარტნიორების რიცხვი მათ გარშემო. შესანიშნავი პერიოდია პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის, ან ახალი, დამატებითი სამსახურის დაწყებისთვის.

კარგი პერიოდია მომგებიანი გარიგებების დასასრულებლად და მოგზაურობების დასაწყებად.


კირჩხიბი - აქტიური თვეა. ყველაფერი ძალიან მარტივად გამოგდით, თუმცა ფრთხილად იყავით საკუთარ ემოციებთან, რადგან შესაძლოა თქვენი იმპულსურობა და მებრძოლი განწყობა არც ისე სასიკეთო აღმოჩნდეს.

თავი შეიკავეთ ზოგიერთი იმპულსური გადაწყვეტილებისგან, რადგან ამან შესაძლოა გაუზარებელ ნაბიჯებამდე მიგიყვანონ. გახსოვდეთ, რომ ამბიციების ზრდა პრობლემების გაზრდასაც გამოიწვევს და საქმეს გააფუჭებს.

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია გულის პრობლემები, თავის ტკივილები და ტრავმები.


ლომი - საუკეთესო პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. სასიცოცხლო ძალის და ენერგიის მომატებას იგრძნობთ. თქვენ გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფებში ადვილად მოიპოვებთ ლიდერის პოზიციას.


შესაძლოა ხელმძღვანელობამ ახალი, საპასუხისმგებლო საქმე დაგავალოთ, რომელსაც იდეალურდ გაართმევთ თავს და პრემიასაც მიიღებთ.


მოსალოდნელია მოგზაურობა საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი პერიოდია პრობლემების მოსაგვარებლად და ოჯახში და საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.


ქალწული - ამ თვეში ძლიერ გადაღლას და ემოციურ არასტაბილურობას იგრძნობთ. ეს ყველაფერი კი სამსახურში გადატვირთული რეჟიმის ბრალია. ამ ყველაფრიდან საუკეთესო გამოსავალი შვებულებაა.

არ ღირს გადაწყვეტილებების მიღება და ახალი იდეების გაზიარება გარშემომყოფთათვის, რადგან ამან შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.


თქვენ ირგვლივ ადამიანების წრე მინიმუმამდე დაიყვანეთ, არ დაიწყოთ ახალი გარიგებები და არ მოაწეროთ ხელი ახალ დოკუმენტებს.


სასწორი - ამ თვეში სასწორები მრავალ პრობლემას მოაგვარებენ. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, გარიგებებისთვის, დოკუმენტებთან მუშაობის და ახალი საქმეების ხელის მოსაწერად.

გაიზრდება ახალი ნაცნობების რიცხვი, რომელთა შორის გამოსადეგარი ადამიანებიც იქნებიან. საუკეთესო დროა ბრიფინგების, კონფერენციების და ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებისთვის.

წარმატებული გამოდგება ნებისმიერი მიღება და მოგზაურობა. თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატების მოპოვებაში.


მორიელი - არ გადადგათ სარისკო ნაბიჯები. ეცადეთ მოიძებნოთ ნეიტრალური გზები და არ მოხვდეთ მოვლენების ეპიცენტრში.


დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგჭირდებათ, რათა საქმეს თავი გაართვათ და წარმატებას მიაღწიოთ.


ფინანსურმა ოპერაციებმა შესაძლოა წარმატებულ ფინალამდე მიგიყვანოთ, თუმცა თქვენმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საქმიდან მოგება ვერ მიიღოთ. ამიტომ იმოქმედეთ ზომიერების ფარგლებში.


მშვილდოსანი - ივნისში თქვენ იგრძნობთ დაძაბულობას, გაღიზიანებას და დაბნებულობას როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.

არახელსაყრელი პერიოდია საქმიანი გარიგებისთვის. მოსალოდნელია კონფლიქტები.თუმცა თუ თქვენ იმპულსურობის გაკონტროლებას შეძლებთ, შეძლებთნ მოლაპარაკებებს უფროსებთანაც და გარშემომყოფებთანაც.

გადადეთ მოლაპარაკებები, გარიგებები და საქმიანი დოკუმენტებისთვის ხელის მოწერის დრო.


თხის რქა - საუკეთესო პერიოდია მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ასევე ოჯახის შესაქმენლად. ასევე კარგი პერიოდია სოციალური აქტივობისთვის.

კარგი პერიოდია ოფიციალური შეხვედრების, პარტნიორებთან შეხვედრების და საზეიმო მიღებებისთვის.

განსაკუთრებით წარმატებული თვეა სამშენებლო ბიზნესთან, არქიტექტურასთან და ანტიკვარიატთან დაკვშირებული ადამიანებისთვის.


მერწყული - ივნისში იგრძნობს თავდაჯერებულობას, რომელიც ხელს შეუწყობს სულიერი და ფიზიკური განწყობის გაუმჯობესებას.

წარმატებული პერიოდია ბიზნესმოლაპარაკებებისთვის. ინტუიცია და გონება დაგეხმარებათ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში.

კარგი პერიოდია სამსახურში დაწინაურებისთვის, ასევე ბავშვებთან კონტაქტისთვის და ოჯახში ან საყვარელი ადამიანის გვერდით ლიდერის პოზიციის დასაკავებლად.


თევზები - კარგი პერიოდია ოფიციალური ვიზიტებისთვის. ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთოერთობა სიხარულს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

წარმატებული პერიოდია ოჯახთან, ან საყვარელი ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.

შესაფერისი დროა გრძნობების გამოხატვისთვის, ნიშნობის ან ქორწინებისთვის.

0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0