x
image
ელენე გუმა
გიგა ბოკერიას „შნირები“ - რატომ დაუპირისპირდა ინგა გრიგოლიას?- რუსუდან შარაძის განმარტება
image


“ინგა, გუშინ კითხვა დაგისვი და ალბათ, არ გინახავს, ხომ?!
ჰოდა, იმდენი დედა @@@@@@@ შენი, შაპოკლიაკი ჟიჟილაშვილის და ძმის ჩრდილიდან ვერგამოსული სანაიასი, კარგი?
უბრალოდ, გიგა ბოკერიას „შნირები“ (მიხუის უყვარს), ნუ იბრალებთ ნეიტრალურობას რაა…. სულ ესაა!

P.S. თხოვნაა – მკითხველები და გულშემატკივრები კომენტარებში ნუ აიშვებთ. საკმარისია


ეს სიტყვები რამდენიმე კვირის წინ პროფეროს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში დაწერა.



ის ჟურნალისტებს მწვავედ უპირისპირდებოდა და მათგან პასუხსაც ითხოვდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა არცერთმა მათგანმა მის შეკითხვებს არ უპასუხა.


ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიშუი რუსუდან შარაძემ სხვა ყველფერთან ერთად, ამ თემაზეც ისაუბრა და განმარტება გააკეთა.


მისი თქმით, ის ძალიან წუხს რომ ასე მოხდა და იმას უფრო რომ ეს პრესის ფურცლებზე მოხვდება, მაგრამა რ ნანობს!


"ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. იმაზე უფრო ვწუხვარ, რომ ეს პრესის ფურცლებზე მოხვდება, მაგრამ არ ვნანობ! შარშან, როდესაც ჩემი და სუსის ორთაბრძოლა მიდიოდა, სუსმა გადამიკეტა აბსოლუტურად ყველა ეთერი, ყველა გზა... ვაწყობდი პრესკონფერენციას, სადაც მარტო ვიჯექი და მამაჩემი მახსენდებოდა, რომელიც ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო.
მაშინ ინგას ეთერი ვთხოვე და შევთანხმდით, რომ მონოლოგი მექნებოდა და ბოლო 15 წუთი დამითმო. ეს იყო 2018 წლის ივნისში. ამისთვის მისი დიდად მადლობელი ვარ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მამაჩემის მკვლელები ხელისუფლებიდან მოაშორა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭო?!

გავიდა 1 წელი და ამასობაში გოგაშვილი გადააყენეს, ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, ლამის გადატრიალდა ნახევარი ქვეყანა... ნოემბერში გავმართე აქცია მამაჩემის მკვლელობის ადგილზე და ყველას ვთხოვე, გაშუქებულიყო და ასევე ინგასაც, რომელმაც აღარ დამითმო ეთერი.


რამდენიმე დღის წინ კი „ფეისბუქში“ კომენტარებში დავუწერე, ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მოხდა, რით დამთავრდა ჩემი და სუსის ამბავი, ნუთუ გურამ შარაძე არ იმსახურებს რამდენიმე წუთი რომ დაუთმოთ–მეთქი?! არ მიპასუხა. ვის აყრიან თვალში ნაცარს?! „ტვ პირველი“ ბოკერიაზე მუშაობს და ნუ აქვთ პრეტენზია ნეიტრალურ ჟურნალისტიკაზე"- განაცხადა შარაძემ.


რაც შეეხება ჟიჟილაშვილსა და სანაიას, მათზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ არ თვლის საჭიროდ კომენტარი გააკეთოს.


0
480
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0