x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნასა ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალზე გვაფრთხილებს, რომელიც დედამიწაზე ელექტრონული ხელსაწყოების გათიშვას გამოიწვევს
image
დედამიწას უახლოვდება ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი, რომელსაც შეუძლია ჩვენს პლანეტას ზიანი მიაყენოს. ნასას ექსპერტები თავიანთი კვლევის შედეგებით ამ დასკვნამდე მივიდნენ.

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ცოტა ხნის წინ მზეზე ახალი მუქი ლაქა გამოჩნდა, რომელიც ღრმა კოსმოსურ სივრცეში აფრქვევს ნაწილაკებს. ასეთი ფენომენი იშვიათი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პლანეტა განლაგებულია ამ ნაწილაკების მიმართულების ტრაექტორიაზე. - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express.

ნასას თანამშრომლების განცხადებით, ამ დროისათვის ისინი ვერ შეძლებენ ზუსტად განსაზღვრონ თუ რა შედეგი მოყვებაა მზის ასეთ აქტივობას ჩვენი პლანეტისთვის. ამ ფენომენის შედეგები შეიძლება იყოს განსაცვიფრებელი პოლარული ნათება და ფართომასშტაბიანი ელექტრონული მოწყობილობების გათიშვა.

დედამიწის მაგნიტური ველი იცავს ადამიანებს რადიაციისგან, რომლებიც მზისგან მიიღება, მაგრამ ასეთი ძლიერი გეომგანტური ქარიშხალი გავლენას მოახდენს სატელიტური ტექნოლოგიის ფუნქციონირებაზე. ღამით შეიძლება დაიკარგოს GPS ნავიგაცია, მობილური ტელეფონის და სატელიტური ტელევიზიის სიგნალი. გარდა ამისა, ნაწილაკების ემისიამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს პლანეტაზე ელექტროენერგიის მასიურ შეფერხებას.


ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ ექიმები. მათი თქმით, მეტეოდამოკიდებულმა ადამიანებმა შეიძლება განიცადონ სხეულის ზოგადი სისუსტე.

ექიმები მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს ურჩევენ განსაკუთრებით ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის პერიოდში დაიცვან რამდენიმე მარტივი წესი, რაც ხელს შეუწყობს რთული პერიოდის უფრო მარტივად გადატანაში.

მთავარი რჩევაა ალკოჰოლისგან თავი შეიკავოთ, არ მიიღოთ ცხიმიანი და ცხარე საკვები.

აუცილებელია, ფიზიკური დატვირთვის მინიმალიზაცია, ასევე, სტრესისგან თავის არიდება.
მიიღეთ მეტი სასმელი წყალი, მწვანე ჩაი და ნატურალური კომპოტები. გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე.

მაგნიტური ქარიშხალის დროს უზრუნველყავით მშვიდი ძილი. აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში გეძინოთ სულ ცოტა რვა საათი.

0
424
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0