ასტროლოგია აი, თურმე რომელი სასმელი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2019, 28 მაისი, 23:48 ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არაერთი ნივთის, საკვების თუ სასმლის ამორჩევა შეგვიძლია. ასტროლოგები ხშირად გვარიგებენ როგორ მოვიქცეთ და როგორ გავატაროთ დრო ისე, რომ ჩვენთვის წარმატების მომტანი იყოს. ან რა ჩავიცვათ, რითი ვიკვებოთ, რა დავლიოთ და ა.შ. ახლა ჩვენს ყურადღებას სწორედ ერთ-ერთ ამათგანს მივაპყრობთ და ერთად გავარკვევთ, ვის რომელი სასმელი შეეფერება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძები თურმე უპირატესობას ღვინოს ანიჭებენ. კუროებისთვის საუკეთესო სასმელი ვისკი ყოფილა ტყუპები უპირატესობას ტეკილას ანიჭებენ. კირჩხიბების საყვარელი სასმელი არაყი ყოფილა. ლომები სიამოვნებით სვამენ კონიაკს. ქალწულების საყვარელი სასმელი ლუდი ყოფილა. რაც შეეხებათ სასწორებს, ისინი უპირატესობას სამბუკას ანიჭებენ. მორიელების საყვარელი სასმელი შამპანური ყოფილა. მშვილდოსნებს რაც შეეხებათ, ისინი უპირატესობას რომს ანიჭებენ. თქის რქებს აბსენტი ჰყვარებიათ. მერწყულებს - პორტვეინი ხოლო თევზების ფავორიტი სასმელი ჭაჭა ყოფილა. რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია, დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა დამთხვევები მართლაც ხშირია ხოლმე. მე პირადად, როგორც ვერძების ღირსეულ წარმომადგენელს, წითელი ღვინის დალევა მანიჭებს სიამოვნებას. თქვენ რომელ სასმელს სვამთ და რომელი ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნებით, დაწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ. 127 1-ს მოსწონს
|