x
image
ელენე გუმა
"არ წავალ აქედან არასდროს, ვიბრძოლებ სულ ჩემი საუკეთესო და საყვარელი ქვეყნისთვის"
image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც ქვეყანას არაასოდეს დატოვებს.


მისი თქმით, საქართველო არის უმაგრესი და უმდიდრესი ცივილიზაციის ქვეყანა და ქართველები არიან საუკეთესოდ მომღერალი და საუკეთესო კულინარიული შეგრძნების ერი.



"მოკლედ, ჯერ იყო და “მხოლოდ ქართულის” კასტინგს დავესწარი, მერე უკრაინულ საბავშვო ვოისში ქართველი ბიჭის გამოსვლას ვუყურე, მერე იყო და “სამზარეულოს ომების” ჩაწერა მქონდა.


სიამაყით უნდა განვაცხადო, რომ ორი უდიდესი ცივილიზაციური ინდიკატორით - მუსიკით და სამზარეულოთი - თუ ვიმსჯელებთ, საქართველო არის უმაგრესი და უმდიდრესი ცივილიზაციის ქვეყანა. საუკეთესოდ მომღერალი და საუკეთესო კულინარიული შეგრძნების ერი. ამას მსოფლიო პოეზიის მთავარ შედევრს (სრულიად დარწმუნებული ვარ) ვეფხისტყაოსანსაც თუ დავუმატებთ, უნდა მივხვდეთ, რომ უფლება არ გვაქვს, დღე და ღამე არ ვიშრომოთ ამ დიდებული ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენი უნიჭიერესი და უთანამედროვესი ახალი თაობისთვის.

ამიტომ არც წავედი და არც წავალ აქედან არასდროს, ამიტომ ვიბრძოლებ სულ ჩემი საუკეთესო და საყვარელი ქვეყნისთვის და იმისთვის, რაც ჩემი ხედვით მისი უკეთესი მომავალია.

სიყვარულით, თქვენი ნიკა გვარამია "- წერს გვარამია.

0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0