x
image
ეკა ლაცკა
რატომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა უღირს სამღვდელოებას
image

დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1103 წელს მოწვეული იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი.

მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იყო საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა. ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი.

ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიის წიაღში.


დადგენილი და მიღებული იქნა ძეგლისწერა, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა .

image

ის :

*გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;

*ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა,

*მღვდელი ოცდაათისა,

*დიაკონი ოცდახუთისა,

*„წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.

*ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;

*ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;

image გიორგი მთაწმინდელი


*ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით; საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;

*ქორწინება, ნათლობა, მონაზვნად განწესება უნდა ხდებოდეს ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულდეს. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებს; დაქორწინებისას ქალი არანაკლებ თორმეტი წლისა უნდა იყოს;

*კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;

*მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;

*იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური; განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;

image

*ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;

*იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;

*აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება

*ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას.

*დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.

image


რუსი ურბნისის კრებაზე მიღებული დადგენილებები მართლაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ერის სულიერი განვითარებისათვის.

რეფორმებს კი ეკლესია ნამდვილად საჭიროებდა, რადგან სამღვდელო პირები, თავიანთი არასათანადო ქმედებებით, საკუთარ ანაფორას შეურაცხჰყოფდნენ. მათ დააგროვეს უდიდესი ქონება და ეკლესია კორუფციის წყაროდ აქციეს.

სწორედ ამიტომ უდიდესმა მეფემ, დავით მეოთხე აღმაშენებელმა ასეთ მღვდლებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა და მათ ქუსლები დაააჭრა!

ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ რომ ანაფორა ვერ დაიცავს ვერცერთ ადამიანს თუ იგი უღირსად მოიქცევა.

image


10
12487
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
12487
  
სწორედ ამიტომ უდიდესმა მეფემ, დავით მეოთხე აღმაშენებელმა ასეთ მღვდლებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა და მათ ქუსლები დაააჭრა!
ვინმეს შეუძლია მომაწოდოს ისტორიული წყარო სადაც ეს ინფორმაიაა დადასტურებული?
2020, 18 აპრილი, 13:13
დღესაც აუცილებელია. მაგრამ ასეთი კრების ჩატარებას დავითისნაირი საერო ხელისუფლება სჭირდება. თორემ არსენ იყალთოელი და გიორგი ჭყონდიდელი ამ კრების ჩატარებამდეც მსახურობდნენ ეკლესიაში, მაგრამ მხოლოდ დავითის მოსვლის შემდგომ მოხდა ცვლილებები. ამიტომ აქ ეკლესია კი არ არის დამნაშავე, არამედ ჩვენ, ერისკაცები რომლებიც ვერ ვუზრუნველვყოფთ გარე, პოლიტიკური ძალების მხრიდან ეკლესიის შიდა საქმეებში ხელისფათურის აღკვეთას. (რუის-ურბნისის კრებამდე ფეოდალები აფათურებდნენ ხელს ეკლესიის საქმეებში და ისინი ნიშნავდნენ მღვდლებს). შემდგომ ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი კვლავ თავის დიდებაში აღდგება.
2019, 7 ნოემბერი, 16:15
სეხნიავ, მე პირადად, ჩვენი ხალხის ერთ-ერთ დიდ პრობლემად ზუსტად ეგ მიმაჩნია - პერსონალიების ძიება...
2019, 7 ნოემბერი, 15:36
დაასახელეთ ვინმე ვინც აიღებს დავით აღმაშენებლის ან გიორგი ჭღონდიდელის ფუნქციას.
2019, 7 ნოემბერი, 8:48
სეხნიავ, რით ან რად გავხდი თქვენი "ზრდილობიანი" შემოტევის ობიექტი? ჩემი კრიტიკული აზროვნების არქონის გამოა ამ დღეში ჩვენი ქვეყანა და საპატრიარქო? თქვენივე ლოგიკით, მეც შემიძლია მესაყვედურებუნა, რომ თქვნი და თქვენნაირების გადაჭარბებული ყურადღების გამო "ტივტივებენ" ეგ ტიპები საზოგადოებაში, ან ვის აინტერესებს მათი აზრი, განსაკუთრებით ამ თემის გამო? მე ნამდვილად არა, ვგონებ მხოლოდ თქვენ!
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას: მოგახსენებთ, რომ ეკლესია არაა მხოლოდ მღვდელმთავრების კრებული, იგი წარმოადგენს მთელი სამყაროს მორწმუნეთა ერთობას, მათი საეკლესიო თუ საერო ტიტულის მიუხედავად და სწორედ მასზე ბრძანებდა იესო ქრისტე "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო მას". გარწმუნებთ, რომ ეკლესიის წიაღში მრავლად არიან ჭეშმარიტი სასულიერო და საერო პირნიც, ვის გულშიცა და გონებაშიც მოიაზრება მსგავსი კრების ჩატარების იდეა.
2019, 6 ნოემბერი, 14:49
კრებას რომ ითხოვთ. ცოტა კრიტიკული აზროვნება ხომ უნდა გქონდეთ. ერთი კომპონენტი დავუშვათ რომ არის უღირსი სამღვდელოება. მეორე კომპონენტს ვინ შეასრულებს. ან ვინ იქნება დავით აღმაშენებელი ან გიორგი ჭყონდიდელი. ძმები ბერძენიშვილები. ბატონი ბიძინა თუ ნიკა გვარამია?
2019, 28 მაისი, 13:39
ეჰ სად არის დავითი რომ ამდენ მოღალატეს და ქვეყნის გამყიდველს ქუსლები კი რა თავები დააჭრას
აი, ასეთი კრებაა სასწრაფოდ(!) მოსაწვევი დღესაც, და სხვათაშორის, ამ კრების კანონებს დღევანდელი ეკლესიაც ემორჩილება (უნდა ემორჩილებოდეს!)
ქუსლებს დაჭრა ალბათ ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ბევრ ე.წ სასულიერო პირს კი ეკუთვნის ნამდვილად.
2019, 28 მაისი, 12:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 მაისი, 12:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10