x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მღვდელმა გააპროტესტა აღსარებაზე მისული პედოფილების "ჩაშვება"
image

კათოლიკურმა არქიეპისკოპოსკომა ქალაქ პეტრადან ტიმოთი კოსტელოდან აღნიშნა, რომ დასავლეთ ავსტრალიის ხელისუფლების მოთხოვნა ახალ კანონზე, რომელიც ავალდებულებს მღვდელთმსახურებს, საიდუმლო აღსარების ჩაბარების დროს გაამჟღავნონ ინფორმაცია პედოფილის შესახებ რელიგიის, რწმენის და ღვთისმსახურების თავისუფლების კანონებს ეწინააღმდეგება და არაეფექტური იქნება.


ტიმოთი კოსტელო აცხადებს, რომ "აბსოლუტური თავისუფლება და იმის გარანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი სირცხვილი და მწუხარება, სიღრმისეულად მოვინანიოთ ღვთის წინაშე, იმისათვის, რომ მღვდლის მეშვეობით ღვთის წყალობა შევიგრძნოთ... არა და კანონი მოითხოვს, რომ მრევლს არ უნდა ჰქონდეს თვითდანაშაულის აღიარების შესაძლებლობა".

ამასთანავე, არქიეპისკოპოსმა ისიც აღნიშნა, რომ ძალზე საეჭვოა, კანონის მიღების შემდეგ, პედოფილი, რომელიც ძალადობას განახორციელებს ბავშვებზე, აღსარებაზე მივიდეს მღვდელთან.




ამჟამად კანონი მოქმედებს ავსტრალიის 4 შტატში, რა დროსაც მასწავლებელებს, ექიმებს და პოლიციელებს კანონის შეუსრულებლეობის შემთხვევაში ელოდებათ ჯარიმა 6 ათასი ავსტრალიური დოლარი(4 ათასი აშშ$) და ამასთანავე, შესაძლებელია სამუდამოდ აეკრძალოთ მუშაობა ბავშვებთან. კანონი გაფართოვდა და უკვე ყველა კონფესიის რელიგიასაც ითვალისწინებს.


აღსანიშნავია, რომ 24 მაისს ინტერპოლმა გადაარჩინა 50 ბავშვი. სულ დააკავეს 9 დამნაშავე. პედოფილთა საერთაშორიშო ქსელის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ერთბაშად ავსტრალიაში, ტაილანდსა და აშშ-ში განხორციელდა.

0
108
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0