x
image
ეკა ლაცკა
ვისთვის დაიწერა მსოფლიოს 120 ენაზე აჟღერებული სიმღერა - Bésame mucho
image

Bésame mucho - "მაკოცე ბევრი" ("მაკოცე მაგრად")

სიმღერა, რომელიც იცის და უყვარს ყველას, რომლიც 120 ენაზე ჟღერს და რომლის ტირაჟი 100 მილიონს აჭარბებს !

„ბესამე მუჩო“ დღემდე მე-20 საუკუნის პოპულარული კომპოზიციების ათეულშია. ის მსოფლიოს ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს, როგორიცაა: პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი.


აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობილი ბრიტანული ჯგუფ „ბითლზის“ ერთ-ერთი პირველი სიმღერაც სწორედ „ბესამე მუჩო“ იყო.

image

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ვნებიანი სიმღერის ავტორი 15 წლის კონსუელო ველასკესი გახლდათ, ცნობილი ესპანელი მხატვრის, დიეგო ველასკესის შვილისშვილისშვილი, მომავალში პოპულარული კომპოზიტორი და პიანისტი.

წლების შემდგეგ, როდესაც მას ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი სიყვარული, რომელმაც ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ეს საოცარი სიმღერა დაწერა, მან უპასუხა, რომ ამ სიმღერის დაწერამდე არც კი უკოცნია ვინმესთვის და რომ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი.

image

კონსუელომ სიმღერა მართლაც ვირტუალური სიყვარულით, თავისი კუმირის, ოსკაროსანი მსახიობის, გრეგორი პეკის პორტრეტის ფონზე შექმნა.

წლების შემდეგ ჰოლივუდში ის პეკს შეხვდა.

image

საოცარი ქალის სილამაზემ გულგრილი არ დატოვა ცნობილი მსახიობი, თუმცა ველასკესი ორ კვირაში მექსიკაში ბრუნდებოდა, სადაც მას შეყვარებული მამაკაცი ელოდა..

image

კონსუელა ველასკესი ამავდროულად უამრავი სიმღერის ავტორია, რომლებმაც ასევე დიდი წარმატება მოუტანეს მის ცხოვრებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: “Yo no fui”, “Anoche”, “Al nacer este día”, “Aunque tengas razón”, “ Déjame quererte”, და სხვ.

თუმცა Bésame mucho მაინც მუდამ საუკეთესოდ და ყველასათვის საყვარელ სიმღერად რჩება...

"უკოცნელი - მაკოცე "...

0
3057
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3057
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0