x
image
ელენე გუმა
"შემეცოდა ეს ქალი და წამოვიყვანე, ნაძირალა მძღოლებმა კინაღამ მცემეს..."
image


უცხოელი ტურისტების მომსახურებაზე და მათთვის საგანგებოდ გაძვირებულ ტარიფებზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.


"თბილისის მერია / Tbilisi City Hall, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, ასეთი სამარცხვინო შემთხვევები როდის უნდა დამთავრდეს? როდის უნდა დამთავრდეს ზოგიერთ კაფე-ბარ--კლუბ-რესტორანში ტურისტების უნამუსო გაბრიყვება- გაყვლეფა, რასაც არც ტაქსის მძღოლები აკლებენ... ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რამ და რაღაც სისტემური რეაგირებაა საჭირო..

Tamar Tabidze Tamar Tabidze
ამბავი #2
აეროპორტის თეთრი ტაქსების მძღოლებმა ბელგიელ ტურისტს ინგოროყვამდე მიყვანაში 120 ლარი მოსთხოვეს. იქვე ვიდექი. მაქსიმი მყავდა გამოძახებული 20 ლარად. შემეცოდა ეს ქალი. გაოგნებული აქეთ-იქეთ იყურებოდა და წამოვიყვანე. მაინც ვაკისკენ მოვდიოდი. ნაძირალა მძღოლებმა კინაღამ მცემეს. მეც არ დავაკელი. მერია მოკვდა?! ხელისუფლებას სძინავს?! ამას არ უნდა მიხედონ?! "- წერს გიორგობიანი.



ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა და აღნიშნულ ინფორმაციას არაერთხელ შეხვდებით სოციალურ ქსელში.


როგორც ირკვევა არამხოლოდ აეროპორტიდან, ზოგადად ქალაქში მოძრაობის დროსაც ტაქსის მძღოლები უცხოელ ტურისტებს არარეალურ ფასებს სთხოვენ დანიშნულების ადგილამდე მიყვანაში და ამის გამო სინდისის ქნეჯნასა საერთოდ არ განიცდიან.





1
1052
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1052
  
2019, 27 მაისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1