საზოგადოება შევთანხმდეთ 18 წლამდე არ უნდა გათხოვდე, მეტიც, მაგარი გოიმობაა-ქრისტინე მაჩალაძე 2019, 25 მაისი, 11:56 ![]() სოციალურ ქსელის მომხმარებელი ქრისტინე მაჩალაძე სოფელ აღაიანში მოხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც 16 წლის გოგონამ საკუთარი 7 თვის ჩვილი გაგუდა და წერს: "შევთანხმდეთ 18 წლამდე არ უნდა გათხოვდე, მეტიც, მაგარი გოიმობაა. და საერთოდ 30 წლამდე ოჯახის შექმნა ადრეა, ( მე თუ მკითხავთ ჩემს ასაკშიც ადრეა 30+ ), მაგრამ მოცემულობა სხვაა… მაშინ, როდესაც “მეგობრობის” ( ე. წ. ბოიფრებდობის და გერლფრენდობის), თავისუფალი სექსის პროპაგანდა მიდის ტელეეკრანებიდან, და ” ძალიან სვეწკები” ჭკუას გვასწავლიან და გვაბულინგებენ ( ზუსტად, გვაბულინგებენ) ქართული ტრადიციების შეურაცხყოფით და ქალიშვილობის ინსტიტუციის დაცინვით, პატარა გოგო დაფეხმძიმდა, შეცდა, მოუნდა და თავის საყვარელი ბიჭისგან დაფეხმძიმდა, ეს ბიჭიც პატარაა ახლახან შესრულდა 18 წლის. ოჯახის შექმნა არც ერთს არ უნდოდათ ( სავარაუდოდ) მაგრამ მოპარულ სიყვარულს ნაყოფი გამოესახა. ისმის კითხვა: რა უნდა ქნას ასეთ მდგომარეობაში მომავალმა დედამ? და რა უნდა ქნას ასეთ დროს მომავალმა მამამ? ( ის რომ არ უნდა დაფეხმძიმებულიყო, დამცავი საშუალებები გამოეყენებინათ, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და ა. შ. არ მიიღება) გოგონა არასრულწლოვანია და ფეხმძიმედაა …. გეკითხებით: რა უნდა ქნას მომავალმა მშობლებმა?" ![]()
128 3-ს მოსწონს
|