კულტურა ცნობილი გახდა ვინ ჩაარტყა ტყუპი წიხლი არნოლდ შვარცნეგერს(ვიდეო) 2019, 24 მაისი, 12:36 შეჯიბრის ორგანიზატორებმა Arnold Classic Africa სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ არნოლდ შვარცნეიგერს თავს დაესხა "შეშლილი ფანატი", რომელიც ადრეც შემჩნეული იყო მსგავს ქმედებებში. როგორც Arnold Classic Africa-ს ორგანიზატორი უაინ პრაისი აღნიშნავს, ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო თავდამსხმელის მიერ, იგი ხომ სამართალდამცავებისთვის ცნობილია, როგორც მსგავსი პროვოკაციების ორგანიზატორი. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ 71 წლის მსახიობი და კალიფორნიის ექს-გუბერნატორი მის წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებს. შეგახსენებთ, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.ღონისძიებაზე Arnold Classic Africa, რა დროსაც უცნობი მამაკაცი უკნიდან მიეპარა ჰოლივუდის ვარსკვლავს და ზურგში ტყუპი წიხლი ჩააზილა, რის შედეგადაც არნოლდ შვარცნეიგერი წაიქცა, მსახიობი მალევე წამოდგა ფეხზე, ხოლო თავდამსხმელი უმალ გაანეიტრალა დაცვამ. "მადლობა, რომ შეშფოთდით, მაგრამ ნუ იდარდებთ.მე მეგონა, რომ უბრალოდ ბრბოდან დამეჯახნენ, ეს ხშირად ხდება ხოლმე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დამარტყეს, როდესაც ვიდეო ვნახე, ისევე როგორც თქვენ, უბრალოდ მიხარია, რომ ჩემს Snapchat-ს ხელი ვერ შეუშალა იმ იდიოტმა"-დაწერა სოციალურ ქსელში შვარცნეიგერმა. 545 3-ს მოსწონს
|