საზოგადოება მსოფლიოს 12 ბუნებრივად ლამაზი ქალი და ლიკა ქავჟარაძე, რომელიც მათ შორის დაასახელეს 2019, 24 მაისი, 10:59
12 ბუნებრივად ლამაზ ქალს შორის რუსულმა გამოცემამ офигенно ლიკა ქავჟარაძეც დაასახელა.
დღეს, როდესაც ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ფოტოზე ეფექტების დამატებით და მისი დამუშავებით ნებისმიერი "ჩვეულებრივი" გარეგნობა შეგვიძლია "საოცრებად" ვაქციოთ, სილამაზის ბუნებრივი გადმოცემა თანდათან ძალას კარგავს.
ფოტოეფექტების გარდა, გარეგნული "ნაკლოვანებების" გამოსწორება და შეცვლაც ხომ დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს.
მე-20 საუკუნეში კი ქალებს საკუთარი ფოტოების პროფესიონალურად დამუშავება არ შეეძლოთ. კოსმეტოლოგიაც არც ისე განვითარებული იყო. პარფიუმერული საშუალებებითაც დიდად არ სარგებლობდნენ. მხოლოდ მათი ბუნებრი სილამაზე აღაფრთოვანებდა საზოგადოებას. იმ ქალებს, რომლებიც მსოფლიოს 12 ბუნებრივად ლამაზი ქალის რეიტინგში მოხვდნენ, გარეგნობა არასდროს შეუცვლიათ. ეს კი ის ჩამონათვალია, რომელიც ზემოხსენებულმა გამოცემამ წარმოგვიდგინა: 1. მერილინ მონრო ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ აღიარებული მერილინ მონრო! ჰოლივუდში და მთელ მსოფლიოში ის სილამაზის ერთგვარი ხატია. კულტურის, მშვენიერების და მოდის იდეალი, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ ბეიკერი, მისი სასცენო სახელი მან თავად მოიგონა. ახალი პირადობა მხოლოდ 1956 წლის 23 თებერვალს აიღო, მაშინ, როდესაც უკვე წარმატებული მსახიობი იყო. მისი გარდაცვალებიდან თითქმის 60 წელი გავიდა, თუმცა ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 2. სინდი კროუფორდი მისი სიმაღლე 177 სმ-ია, ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა აქვს. პარამეტრები - 86-66-89. 1980-1990 წლებში ყველაზე პოპულარულ სუპერმოდელთა სიაში ირიცხებოდა და არაერთი ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა, იყო პოდიუმების დედოფალი და მოდური კომპანიების სახე. 1989 წელს კი "რევლონის" სახეც გახდა. სინდი კროუფორდი პირველი სუპერმოდელია, რომელმაც ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გაიხადა ფოტოგრაფ ჰერბ რიცთან მუშაობისას. სინდი კროუფორდი მსოფლიოში თითქმის 600 ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა:Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure. 3. აიშვარია რაი ინდოელი ფოტომოდელი და მსახიობი. ახლა ის 45 წლისაა, მაგრამ მას დღემდე არ დაუკარგავს ულამაზესი ქალის ტიტული. ალბათ, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც მისი სინაზითა და ულამაზესი თვალებით არ მოიხიბლება. მან "მის მსოფლიოს" კონკურსში 1994 წელს გაიმარჯვა. "მის მსოფლიო", მოდელი, ბოლივუდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავი - ყველა ამ ტიტულმა აიშვარია ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ ქალად აქცია. 4. ბრუკ შილდსი ამერიკელი მსახიობი და მოდელი. კარიერა 9 წლის ასაკში, 1974 წელს დაიწყო. 16 წლის ასაკში ის უკვე იყო ყველაზე ახალგაზრდა და სახელგანთქმული მოდელი. მისი წარმატების ერთ-ერთი და ყველაზე დიდი მიზეზი - ლურჯი ულამაზესი თვალებია. 1981 წელს მისი შემოსავალი უკვე 10 000$ შეადგენდა. 5. ნატალია ვარლეი ცნობილი “კავკასიელი ტყვე ქალი" საბჭოთა მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ანიჭებდა სიხარულსა და ბედნიერებას. 6. მეგან ფოქსი ამერიკელი მსახიობი, მოდელი. მეგანს აქვს ირლანდიური, იტალიური და ფრანგული ფესვები. მან სახელი გაითქვა ფილ ტრასფორმერების შემდეგ, სადაც ასრულებდა მიკაილას როლს. 7. ლიკა ქავჟარაძე მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო კინოში განსახიერებული 30-მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. გარეგნული მონაცემებისა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ლიკა ქავჟარაძემ ბრწყინვალედ განასახიერა გიორგი ლეონიძის გმირი - „წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი - მტევანივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე. ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული“. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე საქართველოსთვის ნატვრის გოგონად იქცა. 8. მონიკა ბელუჩი მამაკაცებისთვის მუდამ საოცნებო, ულამაზესი მონიკა ბელუჩი ნახეთ როგორ გამოიყურება მონიკა ბელუჩი დღეს, 54 წლის ასაკში 9.ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გავლენიანი ქალი. ჯოლის მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ბოლო დროს ანჯელინა ჰუმანიტარული საკითხებით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე სამსახიობო კარიერით. ანჯელინა ხშირად სტუმრობს ლტოლვილების ბანაკებს, აქტიურად არის ჩართული ბავშვების უფლებების დაცვაში. არის გაეროს კეთილი ელჩი. დასავლურ მედიაში ჯოლის ბავშვობის ფოტოები ვრცელდება ხოლმე, რომელიც მის ბუნებრივ სილამაზესა და განსაკუთრებულობას კიდევ უფრო ამყარებს. ფაქტია, მსახიობი ნებისმიერ ასაკში კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად. 10. ნეჯლა ნაზირი ბერძენი მსახიობი, რომელმაც 1973 წლიდან 17-ზე მეტი როლი შეასრულა და გახდა “ოქროს ფორთოხლის" ჯილდოს მფლობელი. 11. კადინ ეფენდი აბდულ-ჰამიდ მეორის მეუღლე . მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა და იყო ქალი რომელიც, ერთდროულად ლამაზიც იყო და ჭკვიანიც. სწორედ ამ ორი ბუნებრივი ბრწყინვალების წყალობით გახდა თურქი პრინცესა. 12. ჰამიდ ომაროვი - აზერბაიჯანელი მსახიობი. ის ახლა 62 წლისაა. მე-20 საუკუნეში მან საზოგადოება ბუნებრივი სილამაზითა და გასაოცარი როლებით აღაფრთოვანა. 4105 შეფასება არ არის
|