x
image
_K_
როგორ დავივიწყოთ ყოფილი შეყვარებული - მეცნიერები 3 გზას გვთავაზობენ
მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მთავრდება ურთიერთობა, დაშორება მაინც მტანჯველია. კარგი იქნებოდა, შეგვეძლოს ვთქვათ: "გმადლობთ, შემდეგი" და ამით იკურნებოდეს ყველა ტკივილი, მაგრამ ასე არ ხდება. ამიტომაც მეცნიერები გვთავაზობენ 3 გზას, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ერთ დროს საყვარელ ადამიანთან განშორების ტკივილს და გავაგრძელოთ ცხოვრება. მნიშვნელოვანია, სტატიაში მოცემული 3 სტრატეგია გაითვალისწინოთ.

imageჟურნალში Experimental Psychology გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაშორების შემდეგ ცხოვრების გაგრძელების 3 გზა არსებობს. ექსპერიმენტში მონაწილეობა 20-დან 37 წლამდე ასაკის 24-მა ადამიანმა მიიღო. ისინი არ აურჩევიათ იმის მიხედვით, თავად დაშორედნენ შეყვარებულს თუ მათ ატკინეს გული. მონაწილეებს აერთიანებდათ ის, რომ ურთიერთობის დამთავრებით ყოველი მათგანი გულნატკენი იყო, პარტნიორთან ურთიერთობის საშუალო ხანგრძლივობა კი 2.5 წელი იყო.

imageპირველი სტრატეგიის მიხედვით, ყოფილი შეყვარებული ნეგატიურად უნდა გადააფასოთ. ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, ყოფილებზე გაეხსენებინათ ისეთი რამ, რაც არ მოსწონდათ, მაგალითად გამაღიზიანებელი ჩვევები. ამ სტრატეგიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ბევრ ცუდ რამეს ფიქრობთ ყოფილზე, მით უფრო გიმარტივდებათ მისი დავიწყება. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, რადგან ბევრ მონაწილეს ყოფილისადმი სიყვარულის გრძნობა გაუნელდა. imageმეორე სტრატეგია სიყვარულის გრძნობის გადაფასებას გულისხმობს. მონაწილეებს შესთავაზეს, ხმადაბლა რამდენჯერმე გაემეორებინათ წინადადება: "იმის სიყვარული, ვისთანაც უკვე აღარ ვარ, საკმაოდ ნორმალურია". მართალია, ამ მეთოდს მონაწილეებში სიყვარულის გრძნობა არ შეუცვლია, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ყოფილებს, რაც ნამდვილად იმაზე უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფრის კეთება.

imageმესამე სტრატეგიას ყურადღების გადატანა ჰქვია. მონაწილეებს სთხოვეს, ეფიქრათ პოზიტიურ რამეებზე, რაც მათ ყოფილებთან კავშირში არ იქნებოდა, მაგალითად საყვარელ საჭმელზე. როგორც აღმოჩნდა, სიყვარულის გრძნობა არც ამ მეთოდმა შეამცირა. კარგი ამბავი ისაა, რომ სტრატეგიის გამოყენებით მონაწილეებმა თავი უკეთ იგრძნეს.


imageროგორც აღმოჩნდა, ამ 3 სტრატეგიას შორის ყოფილ შეყვარებულზე ნეგატიურად ფიქრი ყველაზე ეფექტურია, ყურადღების გადატანა კი უკეთ აგრძნობინებს თავს გულნატკენ ადამიანს. რაც შეეხება მეორე სტრატეგიას, ფრაზის "იმის სიყვარული, ვისთანაც უკვე აღარ ვარ, საკმაოდ ნორმალურია" თქმის მაგივრად იქნებ სჯობდეს, ვთქვათ "ის, რომ დაშორების შემდეგ მოწყენილი ვარ, საკმაოდ ნორმალურია". რომ შევაჯამოთ, სამივე სტრატეგია დაეხმარა მონაწილეებს, ნაკლები ყურადღება მიექციათ ყოფილებისთვის, რაც თავისთავად მათ დავიწყებაშიც ეხმარებათ.

imageეს სტრატეგიები შეიძლება იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, რომლებიც ცალმხრივად არიან შეყვარებულები, ან უყვართ პიროვნებები, რომლებიც წესით არ უნდა უყვარდეთ, მაგალითად მეუღლის გარდა სხვა ადამიანები და ა.შ.

imageეთანხმებით კვლევის შედეგს, რომ ყოფილზე ნეგატიურად ფიქრი მის დავიწყებაში დაგეხმარებათ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი❤








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბოლოდროინდელი კვლევა: მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან

image


2. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


3. 10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს

image


2
793
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
793
  
2019, 28 მაისი, 13:39
ეფექტურია?
2019, 28 მაისი, 12:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2