x
image
_K_
ბოლოდროინდელი კვლევა: მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან
მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ფაქტი ისაა, რომ მარტოხელა ქალების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მარტივი სათქმელი არაა, რატომ ამჯობინებენ ისინი მარტო ყოფნას ან რატომ არიან ამით ბედნიერები. შეიძლება, ეს დემოგრაფიული უთანასწორობის ბრალია ან უბრალოდ, თანამედროვე სამყარო მათ სხვა გზას არ უტოვებს.


სტატიაში ამ თემის უფრო ღრმა ანალიზს გთავაზობთ. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა ქალები ყველაზე ბედნიერები არიან და აი, რატომ.

image
როგორც გაირკვა, ქალები უფრო მეტ ძალისხმევვას დებენ ურთიერთობაში. მართალია, ეს ადამიანზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად, ქალები მეტს შრომობენ ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.


გარკვეული დროის შემდეგ კი, ამით, უბრალოდ, იღლებიან. 45-დან 65 წლამდე ქალების დაახლოებით 32% და მამაკაცების მხოლოდ 19%-ია ბედნიერი მარტო ყოფნით.


image

დიახ! გრძელვადიანი ურთიერთობის შემდეგ მარტო ყოფნა ზოგისთვის შვებაა! ამის შემდეგ ქალები საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებენ სტრესისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. საბოლოოდ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აკეთონ ის, რაც სურთ - იარონ ტანგოს გაკვეთილებზე ან წავიდნენ სამოგზაუროდ. ბრიტანელი მარტოხელა ქალების 61% ამბობს, რომ ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი სტატუსით.


მათთვის არ არსებობს ოჯახური მოვალეობები, არ უწევთ საჭმლის მომზადება; შეუძლიათ, მარტივად შეუკვეთონ საჭმელი და ბედნიერები იყონ ამით.

image

სიყვარულის პოვნა ამ ქალებისთვის აღარ არის ცხოვრების მთავარი მიზანი. ისინი სხვა სახის სიყვარულს - საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობენ.


ხშირად ხდება, როცა შვილებიანი ქალი შორდება ქმარს. ამ შემთხვევაში მისი სიყვარულის ეპიცენტრს შვილი წარმოადგენს და ზოგჯერ გულში ადგილი აღარ აქვს სხვა მამაკაცისთვის დარჩენილი.

image


დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც უკვე 1-3 წელია, მარტო არიან. კვლევამ აჩვენა, რომ დღეს ეს იშვიათობა აღარ არის. მარტოხელა ქალების 75%-ს ურთიერთობის ქონის სურვილი ერთ წელზე მეტია, არ ჰქონია. როცა ამ რიცხვებს უყურებთ, ალბათ, გაინტერესებთ, სინამდვილეში რაშია პრობლემა!

image

დიახ, სინამდვილეში ისინიც ეძებენ ნამდვილ სიყვარულს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს არიან მარტო, მეტად იაზრებენ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ თავად და ხვდებიან, რომ არ არსებობს საჭიროება, ვინმეს მარტო იმიტომ ხვდებოდე, რომ მარტო არ იყო.


ქალები ელოდებიან რეალურ, ძლიერ გრძნობას და მთელ თავისუფალ დროს საკუთარი თავის განვითარებას უძღვნიან. ეს კი მათ უდიდეს სიხარულსა და თავდაჯერებულობას ანიჭებს!

image

თქვენ რას ფიქრობთ? მარტო ყოფნასაც აქვს სარგებლობა თუ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამაკაცი გვერდით, რათა თავი სრულფასოვნად იგრძნოს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ამჯობინებენ თანამედროვე ქალები მარტო ყოფნას და არ ჩქარობენ გათხოვებას

image


2. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


3. 10 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ქალები საყვარელ მამაკაცებს

image

0
1889
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:_K_
_K_
1889
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0