ასტროლოგია "გილოცავთ, აბა თქვენ იცით, ახლა თქვენი დროა!"- ნახეთ, ვის მიმართავს ცაგარელი 2019, 21 მაისი, 23:32 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ტყუპების შესახებ წერს. როგორც ცაგარელი წერს, ახლა ტყუპების დროა და მთავარ და ძირითად საქმეებს უნდა მიხედონ და არ გაანიავონ იღბლიანი პერიოდი. "ტ ყ უ პ ე ბ ო გილოცავთ! ახლა თქვენი დროა! აბა თქვენ იცით მთავარ, ძირითად საქმეებს მიხედეთ! როგორც იცით ტყუპები ჰაერის სტიქიას წარმოადგენთ და ნუ გაანიავებთ იღბლიან პერიოდს! ასევე კარგი პერიოდი აქვთ ტყუპების შემდეგ ს ა ს წ ო რ ე ბ ს და მ ე რ წ ყ უ ლ ე ბ ს, ასევე ცეცხლის სტიქიის ნიშნებს კარგი პერიოდი აქვთ: ვ ე რ ძ ე ბ ს, ლ ო მ ე ბ ს და მ შ ვ ი ლ დ ო ს ნ ე ბ ს. წყლისა ( კირჩხიბი, მორიელი თევზები) და მიწის ნიშნებმა (კურო, ქალწული, თხის რქა) ცოტა დაისვენეთ ეს ერთი თვე, მშვიდად და ხარისხიანად განაგრძეთ თქვენი საქმეები, ახალს ამ ეტაპზე ნუ წამოიწყებთ ამ კვირაში დაბადებული ტყუპები საზღვარზე დაბადებულებად ითვლებიან ანუ “მესაზღვრეები" არიან და აუცილებლად ექნებათ კ უ რ ო ს ხასიათებიც პერიოდულად. ასევე მესაზღვრეები" ხართ 16-21 ივნისს დაბადებული ტყუპები, აუცილებლად კ ი რ ჩ ხ ი ბ ი ს ხასიათის გავლენა გექნებათ! შეგახსენებთ რომ “ მესაზღვრეები" ძალიან ნიჭიერები და იღბლიანები ხართ! გ ი ლ ო ც ა ვ თ იუბილეს! გისურვებთ იღბალს, სიყვარულს, სიკეთეს და სამყაროს საჩუქრებს"- წერს ცაგარელი. ტყუპის მთავარი მახასიათებლებია კომუნიკაბელურობა, გამჭრიახობა, ამბიციურობა, მუდმივი მოძრაობა. სიყვარულში მათთვის აუცილებელია ინტრიგა, ფსიქოლოგიური ბატალიები, რთული და საინტერესო ურთიერთობები. ტყუპი (Gemini) - ავანტიურული, მკაფიო, ინტელექტუალური ნიშანია, რომლის წარმომადგენლები რთული ორბუნებოვანი პიროვნებები არიან. მათ სჩვევიათ არა მხოლოდ განწყობის ცვლა, არამედ სულიერი ფორიაქი, საკუთარი თავის ძებნა, ავანტიურასა და საეჭვო წამოწყებებში ჩართვა. ტყუპის სტიქიაა ცვალებადი და მოძრავი ჰაერი, ხოლო პლანეტა - მერკური, რომელიც ამ ნიშანს კომუნიკაბელურობას, მოხერხებულობასა და მკვირცხლ გონებას ანიჭებს. როგორც წესი, ისინი საკუთარი ცხოვრებით აბსოლუტურად ბედნიერი და კმაყოფილი არასდროს არიან, წინ ამოძრავებთ ამბიციები და უსასრულო იდეები - მხოლოდ მოძრაობასა და ახალი ჰორიზონტების ძებნაში გრძნობენ ტყუპები თავს კარგად. ტყუპი ყველაზე მოძრავი და კომუნიკაბელური ნიშანია. გარეგნულად სასიამოვნო არიან, დამოკიდებულება სჩვევიათ სოციუმზე და ახალ ინფორმაციაზე. ეს ძლიერი და მტკიცე ადამიანები არიან, ხოლო ინტელექტი და მოხერხებულობა საშუალებას აძლევს, მართონ ფიზიკური ძალის გამოუყენებლად. შესწევთ უნარი, ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრში იყვნენ და სწორად გამოიყენონ მიღებული მონაცემები, ეს კი საშუალებას აძლევთ, მარჯვედ და ოსტატურად იჟონგლიორონ ფაქტებით. ტყუპებს შორის ხშირად გვხდებიან როგორც გენიოსები, ისე თაღლითები. მიუხედავად მოჩვენებითი დაცულობისა, ისინი მტკივნეულად მგრძნობიარენი არიან - გარეგნული გულგრილობის მიღმა მგრძნობიარე ნატურა იმალება. გაუწონასწორებლობასა და არასტაბილურობას ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ხელმოცარულობაც შეუძლია გამოიწვიოს. ტყუპი, როგორც წესი, მყარი ჯანმრთელობით არ გამოირჩევა, მიდრეკილია დეპრესიისა და ალერგიისადმი. ისინი სიყვარულში პარტნიორის მხოლოდ ფიზიკურ მომხიბლაობაზე არასდროს დებენ ფსონს - მათთვის აუცილებელია ინტრიგა, ფსიქოლოგიური ბატალიები, რთული და საინტერესო ურთიერთობები. 4000 2-ს მოსწონს
|