x
image
_K_
8 ადამიანი, რომელიც უცნაურ საგნებზე დაქორწინდა
imageთუ თქვენი პარტნიორი ადამიანი არაა, მაინც შეგიძლიათ მასზე დაქორწინება. არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება თოჯინასთან, ჰოლოგრამასთან ან ბალიშთან ერთად გაეტარებინა. ისინი იმდენად მამაცებიც აღმოჩნდნენ, რომ არ შეეშინდათ, საკუთარი არჩევანი საზოგადოებისთვის გაენდოთ.


სტატიაში 8 საკმაოდ უცნაურ სიყვარულის ისტორიას გთავაზობთ. ბოლოს აუცილებლად გაგვიზიარეთ, თუ რას ფიქრობთ ამ საკითხზე.








1. დევიდ სიკორსკი თავის მეუღლე ბურიტოსთან ერთად

ახალგაზრდა კაცმა სან-ფრანცისკოდან გადაწყვიტა, ცოლად ბურიტო მოეყვანა. "ის ჩემი ერთადერთი ნამდვილი სიყვარულია", - განაცხადა მან. ნიშნობისთვის მან რომანტიკული ფოტოსესიაც კი მოაწყო.

დევიდმა აღიარა, სტრესი ჰქონდა იმის გამო, რომ მის გარშემო ყველა ქორწინდებოდა, შემდეგ შვილებს აჩენდნენ, მას კი სამსახურის გარდა არაფერი ჰქონდა. ახლა უკვე ის მარტო აღარაა.


დევიდის ინსტაგრამი

imageimage








2. დეივქეთი დაქორწინდა თოჯინაზე.

დეივქეთი მომავალ მეუღლეს, სიდორ კურონეკოს, 2000 წელს კლუბში შეხვდა. სიდორი სინთეტიკური თოჯინაა და ნამდვილი ქალივით გამოიყურება.

წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არაა, მაგრამ ეს მათ ბედნიერებას ხელს არ უშლის. დეივქეთი საკუთარ თავს სინთეტიკური სიყვარულის დამცველ აქტივისტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ როგორც ყველა სხვა ადამიანს, მასაც აქვს უფლება, როგორც სურს, ისე იფიქროს.

დეივქეთის ტვიტერი

image








3. ერიკა ეიფელი ცოლად გაჰყვა ეიფელის კოშკს.

ერიკა ეიფელი ცნობილია საგნებისადმი თავისი სიყვარულის გამო. თავდაპირველად მას ეიფელის კოშკი შეუყვარდა 2004 წელს. ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 2009 წელს, ქორწინების 2 წლის თავზე, ეიფელის კოშკზე ყოფნისას ერიკამ აღიარა, რომ საგნებისადმი სიყვარულმა ის გააძლიერა.

ამჟამად ის შეყვარებულია ლანცეზე, თავის მშვილდ-ისარზე, რომლის წყალობითაც მსოფლიო დონის მშვილდოსანი გახდა.

ერიკას ფეისბუქი

image








4. კევინ ნადალი საკუთარ თავზე დაქორწინდა.

კევინ ნადალი ავტორი, აქტივისტი და ფსიქოლოგიის პროფესორია, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა. ის სიმამაცეს იჩენს და საკუთარ ფილოსოფიას საზოგადოებას უხსნის: "ათობით ქორწილში ვყოფილვარ, ყოველთვის საჩუქრებს ვჩუქნიდი ბედნიერ წყვილს და მათთან ერთად აღვნიშნავდი ბედნიერ დღეს, ცუდად არ გამიგოთ, ეს მომწონს, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ აღვნიშნავთ ყოველთვის დაქორწინებას და არა - მარტო ცხოვრებას"?

კევინი ფიქრობს, რომ სწორედ მარტოხელა ადამიანები ამოძრავებენ სამყაროს და პატივს სცემს მათ.

image








5. ტრეისი ემინი გათხოვდა ქვაზე.

ბრიტანელი მხატვარი ტრეისი ემინი ქვაზე დაქორწინდა. ეს საფრანგეთში, მის ბაღში მოხდა. ის საინტერესო ადამიანია საინტერესო ხედვებით და ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს. "სადღაც, მაღალ ბორცვზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, ლამაზი ანტიკური ქვაა და ის არსად წავა", - თქვა მან.

ტრეისი მხოლოდ ფიზიკურ კი არა, სულიერ კავშირსაც ხედავს თავის ურთიერთობაში.

image








6. იაპონელმა მამაკაცმა ჰოლოგრამა შეირთო ცოლად.

ის, რაც მომავალი გვეგონა, უკვე აწმყო გახდა. აკიჰიკო კონდო ჰოლოგრამაზე დაქოწინდა. ეს ყველაფერი ფანტასტიკური ჟანრის ფილმს ჰგავს, რომელშიც მთავარ გმირს ყოველ დილით ვირტუალური ცოლი აღვიძებს, ახსენებს თავის გრაფიკს და აცნობს ამინდის პროგნოზს.

ეს სინამდვილეა! კონდოს ქორწილი 2018 წელს შედგა, თუმცა მას ოფიციალური სტატუსი არ აქვს. ამ მოვლენამ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია როგორც იაპონიაში, ასევე საზღვარგარეთ.

image








7. პასკალ სელიკი ბუმბულის ბალიშებთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

პასკალ სელიკი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ბალიშზე აპირებდა დაქორწინებას. მას სჯერა, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელი არაა ადამიანთან ურთიერთობა. "ვალენტინობის დღეს თავს მარტო აღარ იგრძნობთ, თუ გვერდით ფუმფულა ბალიშები "გეყოლებათ", - ამბობს ის.

image








8. აარონ ჩერვენაკი კი საკუთარ სმარტფონზე დაქორწინდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველას გვაქვს ურთიერთობა საკუთარ სმარტფონებთან. თუმცა, აარონ ჩერვენაკიმ გადაწყვიტა, ეს ურთიერთობა ოფიციალური გაეხადა: "გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენს მობილურებთან დიდი ემოციური კავშირი გვაქვს", - ამბობს ის.

მისი ქორწინება ოფიციალურად აღიარებული არაა, მაგრამ ცერემონია კი ნამდვილად ჩატარდა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. "ან მე, ან ძაღლები" - როგორი პასუხი გასცა ქალმა ქმრის ულტიმატუმს

image


2. იტალიელი ქალი საკუთარ თავზე დაქორწინდა

image


3. რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა

image

1
584
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
584
  
2019, 24 მაისი, 12:18
რამდენი აკლიათ ხალხს......
0 1 1