x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ზაფხულის ყველაზე მოდური ვერცხნილობა,როგორ დავიწნათ თავად "თევზის კუდი"
image


წელიწადის ცხელი დრო გვიახლოვდება და არ გვაქვს სურვილი თავი ავიტკიოთ თმების განსაკუთრებულას მოვლით, არა და თან გვინდა, რომ იდეალურად გამოვიყურებოდეთ, "თევზის კუდი" არის საუკეთესო ვარიანტი, ამ ვარცხნილობას ბევრი პლუსი აქვს, მარტივია და მოხერხებული, დღისით და საღამოთაც მისაღებია და ეს "დაუდევარი" ვარიანტი უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე აკურატულად გაკეთებული თმა.


სანამ დაწვნას დაიწყებთ ჯერ თავი დაიბანეთ შამპუნით, რომ თმა უფრო მოცულობითი გახდეს, სანამ ფენით გაიშრობთ მთლიან თმაზე და თმის ძირებზე წაისვით მუსი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კულულები უთოთი გაასწოროთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.და საერთოდ არ შეგეშინდეთ იმისი, რომ რაიმე ისე არ გამოგივათ, "თევზის კუდში" არ არის რაიმე მკაცრი წესები, თქვენი ფანტაზიის წყალობით შესაძლოა უნიკალური ნაწნავიც გამოგივიდეთ.


image


1)იმისთვის, რომ საკუთარ თმები იოლად დაიმორჩილო.შეკარი თმები, გააკეთე კუდი და დაამაგრე რეზინით, რომელსაც შემდეგ სწრაფად მოიძრობთ ან სულაც გაწყვეტავთ.


2) გაყავი კუდი ორ თანაბარ ნაწილად და დაიკავე ცალ-ცალკე ორივე ხელით.



3)ახლა გადააჯაჭვეთ ერთმანეთზე მონაცვლეობით, როგორც გიფზეა, რაც უფრო წვრილი იქნება თმის ყოველი ფენა, მით უკეთესი.

image



4) როდესაც ბოლოში გახვალთ დატოვეთ მომცრო მოცულობის კუდი, ნაწნავი დაამაგრეთ რეზინით, სასურველი რეზინა გამჭვირვალე იყოს.


5)ნაწნავი რომ უფრო მოცულობითი ჩანდეს, ოდნავ აიჩეჩეთ გარეთა კიდეებიდან, შეიძლება ორიოდე ნაწნავის ჯაჭვიც გამოქაჩოთ, რომ დაუდევრობის ეფექტი მიიღოთ.


6) ან პირიქით გააკეთეთ:რაც შეიძლება მოჭიმეთ ნაწნავი, ზედ წაისვით გელი, ისე, რომ არცერთი თმის ღერი არ გამოეჩხიროს, მოკლედ ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

image

ცნობილი ქალბატონები "თევზის კუდის" დაწვნას უმეტესად კეფის მიდამოებიდან იწყებენ, რა დროსაც თმის ზედა ნაწილი ხელოვნურად აჩეჩილია, შეგიძლიათ ორი ნაწნავიც გაიკეთოთ ან თავზე დაიხვით, ანუ ე.წ. იულია ტიმოშენკოს "საფირმო ვარცხნილობა".

image

0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0