საზოგადოებრივი იმერეთის სამეფო 2019, 17 მაისი, 2:16 იმერეთის სამეფომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსება 1463 წლიდან 1810 წლამდე, სანამ რუსეთის იმპერიამ არ მოახდინა მისი ანექსირება. მე-18 საუკუნის დასასრულს იმერეთის სამეფოს მოსახლეობა დაახლოებით 120, 000 ადამიანს შეადგენდა. მისი დედაქალაქი იყო ქუთაისი და იმართებოდა ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტიის მიერ. იმერეთის სამეფო მოიცავდა საკუთრივ იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმს. დანარჩენი დასავლეთ ქართული სამეფო-სამთავროები რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ. იმერეთის მეფეები1. ბაგრატ II ბაგრატიონი - მეფობდა 1463-1478 წლებში. უფრო ზუსტად კი იმერეთის მეფე იყო 1463-1466 წლებში, ხოლო ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში. 2. კონსტანტინე II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1479-1484 წლებში. 3. ალექსანდრე II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში. 4. ბაგრატ III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში. 5. გიორგი II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1565-1583 წლებში. 6. ლევან ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1583-1590 წლებში. 7. როსტომ ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში. 8. გიორგი III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში. 9. ალექსანდრე III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1639-1660 წლებში. 10. ბაგრატ IV ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1660-1661 წლებში. 11. ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1660 წელს. 12. ვამეყ III დადიანი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1660 წელს. 13. არჩილ II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1661-1663 წლებში. 14. დემეტრე გურიელი - ძე სიმონ II გურიელისა. იმერეთის მეფე 1663 წელს. 15. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1663-1668 წლებში. 16. დემეტრე გურიელი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე 1668-1669 წლებში. 17. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1669-1678 წლებში. 18. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1678-1679 წლებში. 19. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1679-1681 წლებში. 20. გიორგი III გურიელი (უზურპატორი) - ძე ქაიხოსრო I გურიელისა. იმერეთის მეფე 1681-1683 წლებში. 21. ალექსანდრე IV ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1683-1690 წლებში. 22. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ადის იმერეთის ტახტზე და მეფობს 1690-1691 წლებში. 23. ალექსანდრე IV ბაგრატიონი - ხელახლა ადის იმერეთის ტახტზე და მეფობს 1691-1695 წლებში. 24. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1695-1696 წლებში. 25. გიორგი IV (გოჩია) - იმერეთის მეფე 1696-1698 წლებში. 26. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1698 წლის განმავლობაში. 27. სიმონ ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1698-1701 წლებში. 28. მამია III გურიელი (უზურპატორი) - ძე გიორგი III გურიელისა. იმერეთის მეფე 1701-1702 წლებში. 29. გიორგი-მალაქია აბაშიძე (უზურპატორი) - იმერეთის ფაქტობრივი მმართველი 1702-1707 წლებში. 30. გიორგი VI ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1703-1711 წლებში. 31. მამია III გურიელი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე ხელახლა 1711 წლის ოქტომბრიდან 1712 წლის ივნისამდე. 33. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1712 წლის ივნისის თვიდან 1713 წლამდე. 34. მამია III გურიელი - ხელახლა ხდება მმართველი და მეფობს 1713-1714 წლებში. 35. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1714-1716 წლებში. 36. გიორგი IV გურიელი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1716 წლის განმავლობაში. 37. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1719-1720 წლებში. 38. ალექსანდრე V ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1720-1741 წლებში. 39. გიორგი VII ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1741 წლის განმავლობაში. 40. ალექსანდრე V ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1741-1746 წლებში. 41. მამუკა ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1746-1749 წლებში. 42. ალექსანდრე V ბაგრატიონი - ხელახლა გახდა იმერეთის მეფე და იმეფა 1749-1752 წლებში. 43. სოლომონ I ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1752-1766 წლებში. 44. თეიმურაზ ბაგრატიონი - მამუკას ძე. იმერეთის მეფე 1766-1768 წლებში. 45. სოლომონ I ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1768-1784 წლებში. 46. დავით II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში. 47. სოლომონ II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში. სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია): 1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკას სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო 10. კახეთის სამთავრო 11. ჰერეთის სამთავრო 12. ქართლის საერისმთავრო 13. ქართლ-კახეთის სამეფო 14. თბილისის საამირო 15. ქართველთა სამეფო 16. სამცხე-საათაბაგო კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი 7. კავკასიური პროტოცივილიზაციები ავტორი: თორნიკე ფხალაძე883 2-ს მოსწონს
|