დიეტოლოგია რას ნიშნავს სწორი დიეტა? 2019, 15 მაისი, 14:07 ![]() ორგანიზმის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს ცილა. ის გამოიყენება ნორმალური ზრდისთვის, რეგენერაციისა და ქსოვილების განვითარებისთვის. ცილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილებისთვის. აუცილებლად გასათვალისწინებელია ცილის წყაროც: ჯანსაღი ხორცი - თევზი, ქათამი, ძროხა; პარკოსანი მარცვლეული კულტურები - სოია, მუხუდო, ოსპი, ბარდა და ა.შ; კვერცხი; რძე და რძის პროდუქტები... ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა ორგანიზმში. ისინი აუცილებელია კუნთებისთვის და ფიზიკური აქტივობისათვის. არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები სწრაფად იშლება ორგანიზმში და მისი სახეობაა ხილის წვენი, თაფლი და სხვა. ისინი კარგად გამოიყენება ვარჯიშის დროს: აუმჯობესებს კუნთოვან ქსოვილში ცილების მიტანას და სწრაფად ანიჭებს ორგანიზმს ენერგიას. ხოლო რთული ნახშირწყლები უფრო ნელა იშლება და მისგან მიღებულ ენერგიას ორგანიზმი ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიხმარს. მისი წყაროა ხორბალი, შვრია, ჭვავი, ქერი და სხვა. ![]() აუცილებელია ცხიმში ხნადი ვიტამინებისა და ჰორმონების ტრანსპორტირებისათვის. ომეგამჟავები, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს: რატომ არის ყურძენი საუკეთესო ხილი? ყველაზე საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ როგორ დავიკლოთ წონაში სამი მარტივი გზით ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს? თმის ცვენა მამაკაცებში 117 1-ს მოსწონს
|