x
image
ელენე გუმა
"ბახტაძის ენის დაბმა კი არა, რატომ ყველა იქ მყოფს ენა არ ამოაგლიჯე ღმერთო" - ირინა სარიშვილი

image

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ თემაზე წერს, რომელიც ორი დღეა საზოგადოების განხილვის საგანაი გახდა.


საქმე ეხება მახათას მთაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის გამოსვლას, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზით პრემიერის საუბარი გაუგებარი იყო და საზოგადოება ორ ნაწილად გაყო.


ნაწილი ამტკიცებს რომ ბახტაძეს რაღაც სჭირდა, რის გამოც საუბარი უჭირდა და ნაწილი კი, მათ შორის პრემიერის პრესამსახურიც, ამ ყველაფერს ტექნიკურ ხარვეზს აბარალებს და ამტკიცებს რომ არეული საუბარიც სწორედ ამის შედეგია.



რაც შეეხება ირინა სარიშვილის აზრს ამ თემაზე, როგორც ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მთავარი იქ პრემიერის "მეტყველება" კი არა, ის ადამიანები იყვნენ ვინც მახათას მთაზე იმყოფებოდნენ და ქართველ ხალხს შეურაცხყოფდნენ.


"პრემიერ" ბახტაძეს თუ მეტყველების პრობლემა აქვს ამაზე ვერ ვიღლიცინებ;
თუ საზმაუს ხარვეზი იყო, მაშინ ვიკითხავ სად მიდის ის უზარმაზარი თანხები, ჩემი და თქვენი გადახდილი, თუ დაჟანგებული აპარატურით სარგებლობენ...

მთავარი ისაა, რა ამაზრზენი, არნახულად შეურაცხმყოფელი მიზეზითაც შეიკრიბნენ იქ მახათას მთაზე საერო თუ სასულიერო ღვთისმგმობელები და მაშინ შეკითხვაც ერთადერთია:

ენის დაბმა ან საზმაუს ხარისხი კი არა, რატომ ყველა იქ მყოფს ენა არ ამოაგლიჯე ღმერთო იმ შეურაცხყოფისთვის რაც ყველას ერთად მოგვაყენეს შენთან ერთად???
გელოდები"- წერს სარიშვილი.

1
535
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
535
  
ე.ი. ღმერთს ეხვეწება, ენები ამოაგლიჯე ყველასო))))))))))))
0 1 1