x
image
გემი დალანდი
როგორ მოვიზიდოთ სახლში ბარაქა და კეთილდღეობა
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ შესაძლებელი იყო როგორც კეთილდღეობის და ბარაქის მოზიდვა, ისე მათი დაკარგვა. მათ დარიგებებს ბევრი დღესაც ითვალისწინებს, თუმცა უნდა გვჯეროდეს თუ არა მსგავსი შეხედულებების-ეს მაინც სუბიექტური საკითხია. imageითვლება, რომ სხვადასხვა საგნები სხვადასხვა ენერგიებს იზიდავენ. თუ ეს ენერგია ცუდია, ის ჩვენზეც გადმოდის და მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე.imageსწორედ ამიტომ, კარგი ენერგიის მოზიდვას ძველი დროიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა. ამისთვის სხვადასხვა ამულეტებსაც იყენებდნენ, სახლის შესასვლელთან ნალებს კიდებდნენ და ა.შ.


იმისთვის, რომ დადებითი ენერგია მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ, საჭიროა ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთი სწორად გამოვიყენოთ.

1. მაკრატელი

მაკრატელი აუცილებლად ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა შეინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობა გარდაუვალია, რადგან გახსნილ მაკრატელს შეუძლია გზა გადაუჭრას სახლში შემომავალ დადებით ენერგიას.


image

2.ფოტოჩარჩო

ჩარჩოები, რომლებსაც სახლში ინახავთ, აუცილებლად მთელი უნდა იყოს, ბზარებისა და ნატეხების გარეშე. თუ ჩარჩო დაზიანდა, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.

image

3.ცოცხი

ითვლება, რომ ცოცხი აუცილებლად ამობრუნებულ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, ანუ ტარით ქვემოთ.სწორედ ასე მოიზიდავს ის სახლში კეთილდღეობას და ფულს სახლიდან გასვლის საშუალებას არ მისცემს. თანაც, ასე, ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ცოცხი ჭუჭყიანი ნაწილით იატაკს ვეღარ ეხება და ცუდ ენერგიას ვეღარ ავრცელებს.imageსწორედ მისი თვისებების გამო, ცოცხის ქონას მათაც ურჩევენ, ვინც მტვერსასრუტს იყენებს. შეგიძლიათ პატარა, დეკორატიული ცოცხი შეიძინოთ და კედელზე ჩამოკიდოთ, ისიც ტარით ქვემოთ. ამასთან, ცოცხი ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს უნდა იყიდოთ.

არაა რეკომენდებული ცოცხით ზღურბლიდან გადაგავოთ, ასე ხომ სახლიდან ბედნიერებას და ბარაქასაც გაგვით. არც მზის ჩასვლის შემდეგ დაგვაა რეკომენდებული-ეს ავადმყოფობას იზიდავს. არც მაშინაა დაგვა სასურველი, როცა ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია და ნურც უცხო ადამიანებს მისცემთ უფლებას, რომ თქვენი ცოცხით ისარგებლონ.

0
2722
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2722
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0