სხვა ,,კი "-ს და ,,არა" -ს ერთი წონა აქვს - ჭკუის სასწავლებელი ისტორია 2019, 13 სექტემბერი, 13:08 ხშირად, საუბრისას ადამიანები მთელ სქემებს ვაგებთ და ისტორიებს ვთხზავთ, თუ როგორ ვუთხრათ მოსაუბრეს უარი.
ერთ-ერთი ბლოგერი თავის მაგალითზე გვიამბობს, თუ როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება და ყველა შეკითხვას ჭოჭმანისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ ვუპასუხოთ.
![]() ისევ ვყოყმანობ, ვცდილობ თავაზიანობა გამოვიჩინო, თითქოს მისი შეწუხება არ მინდა. და ამ დროს ჰაიდი ისეთ გაკვეთილს მიტარებს, რომელიც უკვე მეათე წელია მადგება. “იცი, ჩვენთან, შვეიცარიაში ამბობენ:“კი "-ს და “არა" -ს ერთი წონა აქვს. როცა წაყვანას გთავაზობ, ჩემთვის სულერთია კის იტყვი თუ არას. მე მზად ვარ ნებისმიერი პასუხისთვის. ჩემთვის სულაც არაა რთული შენთან ერთად გამოვისეირნო ავტოსადგურამდე, ისე, როგორც სახლში დარჩენა არაა რთული ჩემთვის. მაგრამ შენ ფიქრობ, რომ პასუხის ერთი ვარიანტი ჩემთვის უფრო მოსახერხებელია და ამიტომ ისეთ პასუხს ირჩევ, რომელიც შენთვისაა მოუხერხებელი. მინდა, რომ გესმოდეს:შენი წაყვანა რომ მეზარებოდეს, არ შემოგთავაზებდი. როცა არჩევანის წინაშე გაყენებენ, შენი ერთი პასუხი, მეორეს აწონასწორებს. მაშ, წაგიყვანო?" და მე ვუპასუხე “დიახ!"-უბრალოდ და გასაგებად. რთულია, როცა ადამიანი არაა მიჩვეული იმ ფაქტს, რომ “კი "-ს და “არა" -ს ერთი წონა აქვთ. ამ შემთხვევაში, ერთსიტყვიანი და გასაგები პასუხის ნაცვლად, ვიწყებთ რაღაც ისტორიების შეთხზვას და უხერხული სიტუაცია იქმნება. ეს ყველაფერი კი ბავშვობიდან იწყება: ჩვენ გვასწავლიან, რომ ჩვენი პასუხით სხვას ვასიამოვნოთ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს და სურვილებს მოვუსმინოთ. ადრიდანვე გვასწავლიან, რომ შეკითხვებს: “მოგწონს ბაღში" ან “გიყვარს სუპი?" მხოლოდ ჩვენი ბებიებისთვის სასიამოვნო პასუხი უნდა გავცეთ. გვასწავლიან, რომ მოსაწყენ სტუმრობასა და უინტერესო საჩუქარზე უარის თქმა თურმე ჩვენს შორეულ ნათესავებს გაანაწყენებთ. ბავშვობიდან ვიგებთ, რომ სხვების სურვილებს უნდა გავუწიოთ ანგარიში. გვასწავლიან, რომ შეკითხვებს ისე, თავაზიანობის გამო გვაძლევენ და რომ ჩვენი რეალური პასუხებისა და სურვილებისთვის არავის სცხელა. კარგია, რომ გავიზარდეთ და ამას ჩვენს შვილებს აღარ ვასწავლით. თქვენ გაქვთ უფლება, რომ დათანხმდეთ და მიიღოთ დახმარება, საჩუქარი და ა.შ. ისევე როგორც გაქვთ უფლება, რომ უარი თქვათ შემოთავაზებაზე, რაიმე წინადადებაზე და ეს დანაშაულის გრძნობის გარეშე გააკეთოთ." 107 შეფასება არ არის
|