სხვა ნიშნები, რომლებიც სახლში ჯადოს არსებობაზე მიუთითებენ 2018, 21 აგვისტო, 17:39 ზოგჯერ სახლში უბედურება უბედურებას მოსდევს. ხან ბავშვები ავადმყოფობენ, ხან ვიღაც სამუშაოს კარგავს, არაფერი გამოგდით და ა.შ. არსებობს დამთხვევები და ცუდი პერიოდი, მაგრამ ზოგჯერ უსიამოვნო მოვლენების ჯაჭვი შესაძლოა ჯადოს უკავშირდებოდეს.
დალაგების დროს ზოგჯერ დიასახლისები უცნაურ ნივთებს პოულობენ, რომელთა წარმოშობა ძნელი დასადგენია. დიახ, შეიძლება გაგეცინოთ და თქვათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ სამწუხაროდ, შურიანი და ბოროტი ადამიანები საუკუნეების ათვლას და ტექნოლოგიების განვითარებას დიდად როდი დაგიდევენ.
![]() როგორ მივხვდეთ, რომ სახლში ჯადოა1. ნემსი ნემსს ხშირად იყენებენ შელოცვებში. ხშირად ძველ და ჟანგიან ნემსს ხალიჩის ქვეშ ან ოთახის ყველაზე მიუდგომელ კუთხეში მალავენ. ამიტომ, თუ ასეთ ადგილას, დივნის ან ხალიჩის ქვეშ ასეთი ნემსი იპოვეთ, მითუმეტეს, თუ კერვის დიდი მოყვარული არ ხართ, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ის შიშველი ხელით და არ გადააგდოთ ნაგავში. აიღეთ რაიმე დამხმარე საშაუალებით ან სულაც ხელთათმანებით. გადატეხეთ და ჩაფალით მიწაში ან ცეცხლში ჩააგდეთ. ![]() 2. მარილი მარილი ყველა სამზარეულოშია და სწორედ იქაა მისი ადგილი. მაგრამ თუ მარილს ზღურბლზე ან შემოსასვლელი კარის წინ დაგებული ხალიჩის ქვეშ აღმოაჩენთ, ეს ცუდი ნიშანია. სასურველია მოგავოთ და სახლიდან შორს, მიწაში ჩაფლათ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 3074 2-ს მოსწონს
|