x
image
თამილა გურაშვილი
დიდხანს უნდა ველოდოთ მეორედ მოსვლას?
image
მორწმუნეებს ახსოვთ, რას ამბობს ქრისტე ბოლო ჟამზე: - "არავინ იცის ეს დღე და საათი". შესაბამისად, ნებისმიერი ზუსტი წინასწარმეტყველება ამის შესახებ, სისულელეა, რომელიც უკვე დამტკიცდა კიდეც მრავალჯერ და ასწლეულების მანძილზე.
თუმცა, ჩვენ ვიცით სამყაროს დასასრულის ნიშნები და გარკვეული ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ მას.

2000 წლის წინ პირველი ქრისტიანებიც კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აპოკალიფსი უნდა მომხდარიყო, თუმცა, იმის მერე უამრავი თაობა შეიცვალა, მაგრამ მსოფლიო კვლავ დგას.


ერთ-ერთი ნათელი ნიშანი, რომელსაც თანამედროვე საზოგადოებაში ვხედავთ, არის სიყვარულის და რწმენის გაქრობა. ქორწინების ინსტიტუტის დამსხვრევა, ოჯახების რღვევა, როგმელიც არის საზოგადოების საფუძველი, უხუცესთა პატივისცემის დაკარგვა, სხვებისთვის დახმარების გაწევის იშვიათობა.image

თუმცა, ქრისტიანებისთვის არ უნდა იყოს ეს საშინელი სიურპრიზი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მოკვდავი და რაც მთავარია - მოულოდნელად მოკვდავნი, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ სინდისის თანახმად, უნდა გვიყვარდეს ახლობლები. ჩვენ გვინდა ვიყოთ ქრისტესთან ახლოს და მასთან შეხვედრა ჩვენთვის იყოს ძალიან ემოციური და არა საშინელი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება, იქნება თუ არა ჩვენს თავს აპოკალიფსი, თუ ბანალური სიკვდილი.


ამ საკითხზე წინასწარმეტყველება გვხვდება დიდი რაოდენობით, მათ შორის უხუცესებისა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ ყოველთვის ის, რასაც ვხედავთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანებიც ცდებიან.

მეორე, ბრძენ მოხუცებს ხშირად მიაწერენ იმას, რაც მათ საერთოდ არ უთქვამთ, ზოგი ცდილობს მათი ავტორიტეტი საკუთარი იდეების გასავრცელებლად გამოიყენოს.

მესამე, წინასწარმეტყველება მისტიკურია და შესაძლებელია, რომ აზრი არასწორად იქნეს გადმოცემული.

ძალიან ხშირად ასეთი მეთოდებით შეგნებულად სარგებლობენ სექტები. აქედან გამომდინარე, არასდროს არ უნდა დავიჯეროთ თუ ვინმე ამბობს, რომ იქნება აპოკალიფსი.

უფალი მეორედ მოვა არა მშვიდად, არამედ ცაში სხივის მსგავსად გამოჩნდება და სხვაში რომ აგვერიოს, უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

0
301
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0