x
image
ელენე გუმა
"დიდ პატივს ვცემ შენს რწმენას ნინო, ასევე შენს საქმეს, მაგრამ..." ჩერგოლეიშვილი სუხიშვილს მიმართავს
image


"ტაბულას" დირექტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორს ნინო სუხიშვილს მიმართავს.


როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, სიძულვილის ზეიმს, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქების მიერ ამ სამარცხვინო პოგრომის მოწყობის შემდეგ დაფუძნდა, არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს.


"Sukhishvili Nino - დიდ პატივს ვცემ შენს რწმენას ნინო, ასევე დიდ პატივს ვცემ შენს საქმეს.



მაგრამ სიძულვილის ზეიმს, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქების მიერ ამ სამარცხვინო პოგრომის მოწყობის შემდეგ დაფუძნდა, არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს.


უფრო მეტიც, ჩემი შეფასებით და ვფიქრობ საღი აზრითაც, სწორედ რომ ქრისტიანული ღირებულებების ღალატია სიძულვილის ზეიმში მონაწილეობა.


როგორც პავლე მოციქული იტყოდა, ფასით ხართ ნაყიდნი - ნუ გახდებით მონები. წმინდა ილია მართალს დავამატებდი (ილია ჭავჭავაძეს) - ჩემს სათქმელს ამბობს:


სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია", - წერს ჩერგოლეიშვილი.


17 მაისს სამების ტერიტორიაზე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები. ღონისძიების ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.

0
934
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
934
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0