ასტროლოგია "ზოგი საკუთარ თავს „უჩალიჩებს“ რაღაცეებს და მერე პირად ჰოროსკოპს ადანაშაულებს" 2019, 7 მაისი, 21:32 ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პირად ჰოროსკოპზე წერს. მისი თქმით, არ არსებობს ცუდი პირადი ჰოროსკოპი, უბრალოდ არსებობს ამ ჰოროსკოპის ცუდი პატრონი. მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანი ვერ იყენებს საკუთარ პოტენციალს და სისულელეებში ფლანგავს საკუთარ ნიჭს, საკუთარ თავს „უჩალიჩებს“ რაღაცეებს და მერე ეძებს მიზეზებს, რათა საკუთარ შეცდომებში სხვები დაადანაშაულოს, მათ შორის პირადი ჰოროსკოპიც. "ცუდი კლასი არ არსებობს - არსებობს ცუდი მასწავლებელი, ცუდი სპორტული გუნდი არ არსებობს - არსებობს ცუდი მწვრთნელი, ცუდი ორკესტრი არ არსებობს - არსებობს ცუდი დირიჟორი, ცუდი მანქანა არ არსებობს - არსებობს ცუდი მძღოლი, ცუდი ქვეყანა არ არსებობს - არსებობს ცუდი ხელისუფლება, ლოგიკურად, ცუდი პირადი ჰოროსკოპი არ არსებობს - არსებობს ამ ჰოროსკოპის ცუდი პატრონი, რომელიც ვერ იყენებს საკუთარ პოტენციალს და სისულელეებში ფლანგავს საკუთარ ნიჭს, საკუთარ თავს „უჩალიჩებს“ რაღაცეებს და მერე ეძებს მიზეზებს, რომ თავისი ბრიყვული გადაწყვეტილებები გაამართლოს, ხოლო საკუთარ შეცდომებში სხვები დაადანაშაულოს, მათ შორის საკუთარი პირადი ჰოროსკოპი."- წერს გიგაური. 43 1-ს მოსწონს
|