მუსიკა თამთა გოდუაძე ქართველებს მხარდაჭერას სთხოვს 2019, 7 მაისი, 14:09 საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, როგორც ცნობილია ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობს კვიპროსის სახელით. “Replay” – ასე ჰქვია საკონკურსო სიმღერას, რომელსაც თამთა ისრაელში გამართულ კონკურსზე იმღერებს, რომელიც 14-18 მაისს ჩატარდება თელ-ავივში.სიმღერის ავტორია შვედეთში მოღვაწე ბერძენი მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინუა 38 წლის მომღერალმა ახლახან YouTube-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ქართველებს მხარდაჭერას სთხოვს. ვიდეომიმართვა ევროვიზიის ქართული ფანკლუბის არხზე დაიდო. "თამთა გოდუაძე 14 მაისს პირველ ნახევარფინალში პირველ ნომრად იმღერებს. იგი წელს ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს. უგულშემატკივრეთ და ხმა მიეცით საქართველოდან მას 14 და 18 მაისს, 23 :00საათზე, საქართველოს პირველ არხზე."ნათქვამია ვიდეოს ანოტაციაში. 50 2-ს მოსწონს
|