x
image
ელენე გუმა
"ფსიქიატრს რომ მოუყვეთ, იქვე დაგტოვებენ. არადა, ნამდვილი ამბავია..."

image

საქართველოს პირველი პრეზიდნეტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სპორტის სასახლეში გამართულ პატრიოტთა ალიანსის კრების შესახებ წერს,


როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ის რაც იქ ხდება, სიზმრადაც რომ მოუყვე ფსიქიატრს, ფსიქიატრიულში დაგტოვებენ, თუმცა ეს სიზმარი კი არა ნამდვილი ამბავია.



"სპორტის სასახლეში პატრიოტთა ალიანსის კრებაზე კარატისტი ბავშვების გუნდი თეთრ კიმონოებში საჩვენებელ კომპლექსს ასრულებს. იქვე ბანერზე უწერიათ: "წმინდა გიორგის რაინდები". ტრენერი, გნებავთ - სენსეი, ოჩონპინტეს წვერებით, ხაზგასმით და ფართოდ პირჯვარს იწერს, თითქოს ხაზს უსვამს კარატეს ქრისტიანულ ფესვებსა და საკუთარ მრწამსს. ცოტა მოშორებით - ემზარ კვიციანი სელფს იღებს, და ამ ფონზე ვხედავთ თარხან-მოურავსა და მისკენ მოკუნტრუშე ირმა ინაშვილს...


ეს სიზმარი ფსიქიატრს რომ მოუყვეთ, იქვე დაგტოვებენ. არადა, ნამდვილი ამბავია"- წერს გამსახურდია.

0
658
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0