საზოგადოება „კომედი არხი“ 6 მაისიდან მაუწყებლობას განაახლებს 2019, 4 მაისი, 22:23 სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჰოლდინგში შემავალი „კომედი არხი“ ეთერში ბრუნდება. მისი პოვნა თქვენს ტელევიზორებში უკვე შეგიძლიათ. სატელევიზიო სიგნალი უკვე ჩართულია უფასო ციფრულ მაუწყებლობაში, თუმცა საცდელი მაუწყებლობა ჯერ არ დაწყებულა და ეთერში არხის ძველი ლოგო და სატელევიზიო ფარდა გადაიცემა. არხი პირველ ეთერს ორშაბათს, 6 მაისს რომ დაიწყებს ამის შესახებ კომედი არხის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება. კომედი არხმა მაუწყებლობა გასული წლის ნოემბრიდან შეწყვიტა და მისი სიხშირე „მესამე“-ს დაეთმო, რომელსაც მიშა მშვილდაძის საპროდიუსერო კომპანია ამუშავებს. ცნობილია, რომ „რუსთავი 2“ სულ მალე „მარაოს“ ფორმატის შეცვლასაც გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, მას „მეოთხე“ დაერქმევა. 36 შეფასება არ არის
|