x
image
ელენე გუმა
ნანუკა ჟორჟოლიანი "ტელეიმედს" უპირისპირდება - "ძალიან ტეხავს და უფრო ცუდ დღეში ხართ..."

image


ტელეკომპანია "რუსთავი 2'–ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ტელეკომპანია "იმედს" უპირისპირდება.


როგორც ჟორჟოლიანი წერს, იმ ყველაფრის ფონზე, რაც იმედში ხდება, ძლიან ტეხავს, რომ პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ.


"სახელისუფლებო არხი ერთხელ ყველა ვყოფილვართ, მაგრამ რაღაცეებისთვის არ გადაგვიბიჯებია. მაგალითად, არ გვიკეთებია სიუჟეტები სხვების სიუჟეტებზე. არ გვიკრიტიკებია კოლეგები პოზიციის გამო. ნუ, ახლა არ მოვყვები რომ რუსული “ნარატივის” გაპრავება უფრო და ძალიან ტეხავს და შესაბამისად თქვენ უფრო ცუდ დღეში ხართ. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ეს ამბავი კიდევ უფრო არანორმალურია. აქ იმედია, სადაც პოსტის გამო ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ. მაია სტეფნაძე შენ ქმნიდი მაგ არხზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემას, ამიტომ ახლა უკვე არხმა იდარდოს. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი იმედელი კოლეგა, ჩვენზე მეტად წუხს ამ ამბის გამო."- წერს ჟორჟოლიანი.



ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სხვა რაკურსის" ყოფილმა პროდიუსერმა, ფიებუქის გვერდზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.


როგორც მაია სტეფნაძე წერდა, იმედის ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან მისი პოზიციისა და ფეისბუქ პოსტის გამო გაუშვა.


სტეფნაძე ტექსტთან ერთად იმ სტატუსების სქტინშოტებიც გამოაქვეყნა, რომლის გამოც, მისი მტკიცებით, ის სამსახურიდან გაუშვეს.



ასევე დაგაინტერესებთ:


"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ვიშვიშს მოვკარი ყური - ეს რა ქნა ტელეიმედმაო. ყველამ თქვენ მამიდებს მიხედეთ"


ტვ „იმედი“ სკანდალში ეხვევა – „ვეღარ გამაჩუმებთ! ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა"

0
447
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0