![მოემზადეთ, რომ დაინახოთ როგორ
შეეჯახება მეტეორიტი დედამიწას -
ნასას ხელმძღვანელი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050318332783133.jpg)
ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ დედამიწის განადგურება დიდი მეტეორიტებისგან, არის რეალური საფრთხე. ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის კონფერენციაზე ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ დედამიწის ამჟამინდელი მკვიდრნი, შესაძლოა, პლანეტის მეტეორიტთან დიდი შეჯახების ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს. " მოემზადეთ იმისთვის, რომ დედამიწა დაზიანდება მეტეორისგან ჯერ კიდევ თქვენი სიცოცხლის დროს, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქმე არ ეხება ჰოლივუდს."- განაცხადა ბრაიდენსტაინმა.
![მოემზადეთ, რომ დაინახოთ როგორ
შეეჯახება მეტეორიტი დედამიწას -
ნასას ხელმძღვანელი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019050318335683133.jpg)
ჯიმ ბრაიდენსტაინი ამბობს, რო ნასამ დაიწყო პლანეტის დაცვა მეტეორიტების ზემოქმედებისგან. ყველა ნაპოვნი მეტეორიტი, რომლის დიამეტრი 140 მეტრზე მეტია, შეყვანილ იქნება კატალოგში. ეს საშუალებას მისცემთ აკონტროლონ მათი გადაადგილება. 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, კუბაში მეტეორიტი აფეთქდა და მოსახლეობის პანიკა გამოიწვია.