ექსპერტ შეპერდის განცხადების თანახმად, დიანამ მიიღო მხოლოდ რამდენიმე მოტეხილობა და მცირე გულმკერდის დაზიანება. იმ დროისთვის, როცა მედიკოსები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ის იყო გონებაზე და ლაპარაკობდა. ექსპერტი აცხადებს, რომ ექიმებმა დაზარალებულ ქალში ვერ ამოიცნეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მისი მდგომარეობა სტაბილურად ჩათვალეს. ექიმებმა გადაწყვიტეს, ყურადღება წინა სავარძელში მჯდომი მცველისთვის მიექციათ, რის გამოც ის ბევრად უფრო დაზარალდა. იმავდროულად, ბრიტანეთის დედოფლის ექსრძალს ფილტვის ვენაში მცირე დაზიანება აღმოაჩნდა, რაც თავდაპირველად ვერ გაიგეს. "ადამიანური ანატომია ისეთია, რომ ეს დაზიანებული ადგილი გულმკერდის ღრუს ცენტრალურ ნაწილშია დამალული, ვენებში წნევა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც არტერიებში, სისხლი ბევრად უფრო ნელა მოძრაობს და ძნელია გამოავლინო ეს პრობლემა, კიდევ უფრო რთულია, რომ აღმოფხვრა. "- განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
როცა დიანა მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში, მან დაკარგა ცნობიერება. ვენაში ხვრელი მხოლოდ საავადმყოფოში შენიშნეს. ექიმებმა სცადეს გაეკერათ, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო იყო, უკვე ძალიან გვიანი იყო. რიჩარდ შეპერდმა უარყო ჭორები, რომ პრინცესა დიანა კატასტროფის დროს ორსულად იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ გაკვეთისას არაფერი გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ყოფილი რძალი დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში გარდაიცვალა. საყვარელ დოდი ალ ფაიედთან და მძღოლთან, ჰენრი პოლთან ერთად, ის ავტოავარიაში მოხვდა. ალ ფაიედი და ჰენრი პოლი ადგილზე გარდაიცვალნენ, პრინცესა დიანა კი, ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.
მანქანა ისეა დალეწილი იქ ვინმეს გადარჩენის შანსი არ არსებობდა ზედ კლინიკის კარებთან, რომ ყოფილიყვნენ.