საზოგადოებრივი ქართველთა სამეფო 2019, 1 მაისი, 23:10 ![]() ქართველთა სამეფო, იგივე ტაო-კლარჯეთის სამეფო იყო ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 809 წლიდან 1008 წლამდე და ტერიტორიულად მოიცავდა დღევანდელი ერზრუმის, არტაანის, ართვინის, ყარსის რეგიონებს, სამცხე-ჯავახეთის, კოლა-არტაანის, შავშეთის, ტაო-კლარჯეთის, ბასიანის, სპერის და თორთომის რეგიონებს. მისი ცენტრალური და მთავარი ნაწილი ტაო-კლარჯეთი გახლდათ. ამ სამეფოს დედაქალაქი იყო არტანუჯი, ხოლო მმართველი დინასტია - ბაგრატიონები. ქართველთა სამეფოს მეფეები1. აშოტ I კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მეფე 809-826 წლებში. 2. ბაგრატ I კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მეფე 826-876 წლებში. ![]() 3. დავით I კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მეფე 876-881 წლებში. 4. ადარნასე II კურაპალატი - ტაო-კლარჯეთის მეფე 881-923 წლებში. ![]() 5. დავით II მაგისტროსი - ქართველთა მეფე 923-937 წლებში. ![]() 6. ბაგრატ II რეგვენი - ქართველთა მეფე 937-945 წლებში. 7. აშოტ IV - ქართველთა მეფე 945-954 წლებში. ![]() 8. სუმბათ I - ქართველთა მეფე 954-958 წლებში. 9. ბაგრატ II - ქართველთა მეფე 958-975 წლებში. მისი თანამმართველი გახლდათ ადარნასე III 961-966 წლებში, ხოლო დავით III - 966-975 წლებში. ![]() 10. გურგენ II - ქართველთა მეფე 975-1008 წლებში. მისი თანამეფე იყო მისი შვილი ბაგრატ III, რომელიც ასევე იყო აფხაზთა სამეფოს მეფე 978 წლიდან. ქართული სახელმწიფოები1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკის სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო 10. კახეთის სამთავრო 11. ჰერეთის სამთავრო 12. ქართლის საერისმთავრო 13. ქართლ-კახეთის სამეფო 14. თბილისის საამირო კრებულები1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე621 1-ს მოსწონს
|