რჩევები როგორ გადავიღოთ იდეალური სელფი, თუკი არ გვაქვს იდეალური წელი 2019, 1 მაისი, 13:30 ფსიქოლოგები თვლიან, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, მომხიბვლელი ქალბატონების ფოტოებს, თვალს რაც უფრო ხშირად ვადევნებთ, ჩვენი თვითშეფასება მით უფრო მცირდება. ალბათ, დამეთანხმებით რომ ეს მართლაც ასეა. გამხდარი, სხეულის იდეალური პარამეტრების მქონე მოდელების თვალირებითა და შემდეგ საკუთარ ფიზიკურ მონაცემებთან პარალელების გავლებით, ჩვენი გუნება - განწყობილება მართლაც რომ საგრძნობლად იცვლება, თუმცა ეს ტანადი გოგონები არც თუ ისეთი იდეალურები არიან როგორც თავად წარმოგვიდგენია. მაგრამ აქ, საქმე ფოტოშოპში ნამდვილად არ არის. არ გჯერათ? მაშინ კარგად დააკვირდით ამ გოგონას მაგალითს, რომელიც საკუთარ თავზე ნათლად გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გადაიღოთ სრულყოფილი ფოტო, თუკი არც იდეალური მუცელი და მით უმეტეს, არც კიმ კარდაშიანის მსგავსი "ღირსებები" გაგაჩნიათ.მაშ ასე, ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ!203 შეფასება არ არის |