საზოგადოება "ბოზი ვიყო, ეს თუ ასე ხშირად ვინმეს ახსენებდეს..."- ნიკა გვარამია 2019, 1 მაისი, 11:12 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იმ ონფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენკსის ურჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრინოს. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ვერ დაიჯერებს რომ ეს შემთხვევით ხდება და ამით ის მიშას მასშტაბს არ უსვამს ხაზს. "ბოზი ვიყო, ეს თუ ასე ხშირად ვინმეს ახსენებდეს. მგონი სველდება მიშაზე. არ მითხრათ ახლა, რომ ეს შემთხვევით ხდება და მიშას მასშტაბს არ უსვამს ხაზს."- წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. პუტინის თმით, სააკაშვილს "მოქალაქეობა უკანონოდ წაართვეს, ისევე როგორც უკრაინის ზოგიერთ მოქალაქეს, რომელთაც ქვეყნის დატოვება რეჟიმის გამო მოუწიათ". მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, მას შემდეგ რაც ოდესის გუბერნატორი გახდა. 2017 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრ პოროშენკომ სააკაშვილი გაათავისუფლა და მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა. 2018 წელს კი ის დაადეპორტეს. 339 1-ს მოსწონს
|