x
image
ელენე გუმა
“ამ საქმეს შევწირე ჯანმრთელობა "- ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ლუბა ელიაშვილი
image
ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თანდართული ფოტოთი, რომელზეც სააგენტო “ინფო9”-ისა და “მეცხრე არხი”-ს ლოგოებია გამოსახული.


როგორც ელიაშვილი ამბობს, ეს არის სიმბოლო დემოკრატიისა და სწორედ ამ საქმეს შეალია მისი ჯანმრთელობა.


“ამ საქმეს შევწირე ჯანმრთელობა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტებით იმართებოდეს და არა კლანური ინტერესებით”– წერს ლუბა ელიაშვილი.


ლუბა ელიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღიად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მისი მეუღლის, შალვა შავგულიძის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ღია იერიში მიიტანა იერიში და ის ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.



ბოლო პერიოდში ლუბა ელიაშვილის ფეისბუქპოსტები ღია დაპირისპირების დასტურია.



ცნობისთვის, ლუბა ელიაშვილი 2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია მე-9 არხს, ხოლო მისი და, მანანა ელიაშვილი საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ს ხელმძღვანელობდნენ, შალვა შავგულიძე კი ქართული ოცნების სიით პარლამენტის წევრი და მაჟორიტარი იყო.


image

0
504
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0