საზოგადოებრივი ქართლ-კახეთის სამეფო 2019, 30 აპრილი, 12:47 ქართლ-კახეთის სამეფო ჩამოყალიბდა 1762 წელს ორი სამეფოს - ქართლისა და კახეთის გაერთიანებით. ამ სახელმწიფომ 1801 წლამდე იარსება და მხოლოდ ორი მეფე ჰყავდა - ერეკლე II ბაგრატიონი და მისი ძე გიორგი XII, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ბოლო მეფეა, მაგრამ არასწორად თვლიან, რომ ის საქართველოს ბოლო მმართველი იყო, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ქართულმა სახელმწიფოებმა არსებობა კიდევ რამდენიმე ათეული წელი გააგრძელა, სანამ რუსები ყველას სათითაოდ არ დაიპყრობდნენ და ამის საწინააღმდეგოდ გამართულ დიდ აჯანყებებს სისხლში სასტიკად არ ჩაახშობდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს უდიდესი ქალაქები იყო ტფილისი, გორი, თელავი, სიღნაღი და გურჯაანი. ამ სამეფომ ბევრი ბრძოლა და ომი გადაიტანა პატარა კახის მეთაურობით როგორც სპარსეთის და ოსმალეთის, ასევე ჩრდილო კავკასიელი დაღესტნური ხალხების წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ე.წ. "მთის ჩამოწოლის" - "ლეკიანობის" პერიოდში. ქართლ-კახეთის მეფეები:1. ერეკლე II - ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. 2. გიორგი XII - ქართლ-კახეთის მეფე 1798-1801 წლებში. ქართული სახელმწიფოები:1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკის სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო 10. კახეთის სამთავრო 11. ჰერეთის სამთავრო 12. ქართლის საერისმთავრო კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე257 1-ს მოსწონს
|