რჩევები თუ გახდომა გინდათ 2012, 21 ივლისი, 18:12 ლოიოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უახლოესი გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფიგურაზე. დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინეს, რომ როდესაც ქალბატონს უჩნდება "პუტკუნა" მეგობრები, მაშინ დიდი ალბათობაა იმის, რომ თვითონაც მოიმატებს რამდენიმე კილოგრამს, და პირიქით, მსუქან მეგობრებთან დაშორებისას კარგავენ ზედმეტ წონას. ზედმეტი კილოგრამებისგან უფრო სწრაფად თავისუფლდებიან ის ქალბატონები, რომლებსაც გამხდარი მეგობრები ჰყავთ. იქნებ მტანჯველი დიეტებისგან განსხვავებით გამხდარ გოგონებთან მეგობრობა უფრო ეფექტურია? ასე რომ, ვისაც გახდომა გინდათ იმეგობრეთ გამხდრებთან. 348 2-ს მოსწონს
|