რჩევები როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს 2019, 2 მაისი, 14:23 რაც უფრო მეტი ტანსაცმელი გაქვთ, უფრო რთული ხდება გემოვნებიანი ლუქის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უკვე ყველაფრის ტარება შეგიძლიათ, მაინც უნდა გაითვალისწინოთ ჩაცმის რამდენიმე მარტივი წესი, რათა შექმნათ საკუთარი სტილი და კომფორტულად გრძნობდეთ თავს სამოსში.
სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა შეუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს ფერების მიხედვით. გაითვალისწინეთ! თეთრი შარვალითეთრი უნივერსალური ფერია, რომელსაც ყველა ფერის ფეხსაცმელი მოუხდება, გარდა შავისა - ამ ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა პრეტენზიულსა და უგემოვნოს გამოგაჩენთ.ნაცრისფერი შარვალიროცა არ იცით, რა ფერის შარვალს შეუხამოთ თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი, ნაცრისფერი შარვალი იდეალური ვარიანტია, ის ყველა ფერთან მოდურად გამოიყურება. შავი შარვალიგავრცელებული აზრია, რომ შავი ყველა ფერს უხდება. თუმცა, ყველა ფერი არ უხდება შავს! როგორც უკვე ვახსენეთ, არ ჩაიცვათ შავი შარვალი თეთრ ფეხსაცმელთან და პირიქით, ასევე მოერიდეთ ყავისფერს. შავი უფრო "ბიზნესის" ფრად აღიქმება, ყავისფერი კი - ყოველდღიური ტანსაცმლის ფრად. თუ საინტერესო ლუქის შექმნა გსურთ, აირჩიეთ ნათელი ფერები.ბეჟი/კრემისფერი შარვალიეცადეთ, კრემისფერი შარვალი ყოველთვის ნათელ, ღია ფერის ფეხსაცმელს შეუხამოთ. არ ჩაიცვათ შავი ფეხსაცმელი - ეს მკვეთ კონტრასტს შექმნის და უგემოვნოს გამოგაჩენთ.ღია ყავისფერი შარვალიამ შემთხვევაშიც გამორიცხეთ შავი და ნაცრისფერი ფეხსაცმელი. სცადეთ სხვა ფერები და მიხვდებით, რომელი ფეხსაცმელი უხდება ამ კონკრეტულ შარვალს.მუქი ყავისფერი შარვალიამ ფერის შარვალთან ფეხსაცმელი რთულად შესახამებელია. უთხარით "არა" შავს, ნაცრისფერს, იასამნისფერსა და წითელს. საინტერესო არჩევანი იქნებოდა მწვანე ან მუქი ლურჯი ფერის ფეხსაცმელი.ლურჯი შარვალიმუქი, ღია თუ ნებისმიერი ლურჯი ფერის შარვალი ყველა ფერთან მიდის. კარგი და მარტივი არჩევანია!მწვანე/ხაკისფერი შარვალიამ შემთხვევაში, ერთადერთი ფერი, რომელსაც თქვენი ლუქის განადგურება შეუძლია - მწვანეა. ჩაატარეთ ექსპერიმენტი სხვა ფერებზე.ბორდოსფერი/წითელი შარვალიამ ფერის შარვალთან ბევრი ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - იისფერი და მუქი ყავისფერი.ასევე დაგაინტერესებთ:1. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 მთავარი ტრენდი 2. როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში 2019 წელს 3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 675 2-ს მოსწონს
|