ტენდენციები როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში 2019 წელს 2019, 9 იანვარი, 17:53 მოდის მიმდევრებმა უკვე იპოვეს იდეალური წითელი პომადა, ისწავლეს სახეზე კონტურების კიმ კარდაშიანივით გაკეთება, "კატის თვალების" მოხატვას კი სარკეში ჩახედვის გარეშე ახერხებენ. თუმცა, როგორც ჩანს, 2019 წელს ეს უნარები ნაკლებად ღირებული გახდება და ამ ტრენდებს ახალი ჩაანაცვლებს. სტატიაში სწორედ ახალ ტრენდებს გაგაცნობთ. 1. რუმიანა კონტურის ნაცვლადეს პირველი წელი არ არის, როცა მაკიაჟის ოსტატები ცდილობენ, კონტურული სახე ყოველდღიური ცხოვრებიდან გააქრონ. 2019 წელს ამ ტრენდის უარყოფას კიდევ ერთხელ ეცდებიან. მას მთელ ლოყაზე წასმული რუმიანა ჩაანაცვლებს.![]() 2. "მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე"2019 წლის დევიზია: "უფრო ბუნებრივი სახე"! მოწინავე ადგილს დაიკავებს კანის მოვლის კოსმეტიკა და არა - დეკორატიული, რაც მხოლოდ სახის შესანიღბად გამოიყენება. იმისთვის, რომ თვალები გამოკვეთონ, მაკიაჟის ოსტატები ასეთ ხერხს იყენებენ: ირჩევენ კანის ფერზე 3 ტონით მუქ კონსილერს და ქუთუთოებზე თვალის ჩრდილების მაგივრად ისმევენ.![]() 3. არანაირი დაბერილი ტუჩები2019 წელს ტუჩების ფორმა ნამდვილ ევოლუციას განიცდის. მაკიაჟის ოსტატები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბუნებრივ გარეგნობაში არაფერია ცუდი და არ არის ბუნებრივი სილამაზის შეცვლა აუცილებელი კოსმეტიკის ან კოსმეტოლოგის დახმარებით. ამიტომაც, 2019 წელს ტუჩის ზომის ხელოვნურად გაზრდა აღარ დაგჭირდებათ.![]() 4. ნაზი, ნაკლებად სუსტი ბზინვარება2018 წელი ჰაილაითერების წლადაც შეგვიძლია დავასახელოთ. გოგონები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მბზინვარე სახე ჰქონოდათ. 2019 წელს ჰაილაითერებს ბუნებრივი ტონები ჩაანაცვლებს.![]() 5. მატოვის მკვეთრი ჩრდილები სველი ეფექტის მქონე ჩრდილების ნაცვლადწინა წესებიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქროთ, რომ 2019 წელს მაკიაჟი მოსაწყენი იქნება, მაგრამ ცდებით. გახსოვთ წესი, რომლის თანახმადაც მაკიაჟის გაკეთებისას ან თვალები უნდა გამოკვეთოთ და ან ტუჩები? 2019 წელს ეს წესი თვალებს ეხება. ბუნებრივ სახეზე მატოვის ჩრდილები ახალი ტრენდი გახდება.![]() 6. უბრალო მაკიაჟი "ინსტაგრამის მაკიაჟის" ნაცვლადმკვეთრი მაკიაჟის გაკეთება აღარ მოგიწევთ, რადგან მოდაში "გუშინდელი მაკიაჟის" ეფექტი შემოდის. "გუშინდელი მაკიაჟი" არ არის იდეალური, თუმცა, მაკიაჟის ოსტატები ცდილობენ, მოდის მიმდევრებს თვითდაჯერებულობის გრძნობა შესძინონ.![]() 7. ყავისფერი პომადა90-იანებში პოპულარული ყავისფერი პომადა მოდაში ბრუნდება და ღვინისფერ, კანისფერ და ვარდისფერ ტუჩსაცხებს უკან ჩამოიტოვებს. ისევე, როგორც 2018 წელს წითელ პომადას ეძებდით, ახლა თქვენთვის შესაფერისი ყავისფერი პომადის მოძებნა მოგიწევთ.![]() 8. ჩრდილები თვალის ქვეშალბათ, ბევრ ჩვენგანს ახსოვს დრო, როცა კოსმეტიკის მაღაზიებში მხოლოდ შავი, ყავისფერი და ნაცრისფერი თვალის ლაინერები იყიდებოდა. დღეს უკვე ყველა კოსმეტიკის ბრენდს გამოშვებული აქვს უამრავი ფერის ლაინერი, თეთრი და ბეჟი ფერის თვალის ფანქრები კი ყველა მოდის მიმდევრის ჩანთაში მოიძებნება. 2019 წელს მოდაში ბრუნდება დავიწყებული ტრენდი - თვალის ქვედა ნაწილის შავი ან ყავისფერი ფანქრით გამოკვეთა.![]() ბონუსი: წვეულების მაკიაჟი2019 წელს წვეულების მაკიაჟს ერთი მთავარი წესი აქვს: შეინარჩუნეთ ბუნებრივი სახე! შეგიძლიათ, ტუჩები გამოკვეთოთ ბრჭყვიალებით, ფოლგის და ლითონის ეფექტის მქონე პომადებით და ყველაფრით, რაც ტუჩებს ბრწყინვალებას შესძენს. საკამათოა, რამდენად კომფორტული იქნება ასეთი ლუქი, მაგრამ შთაბეჭდილებას რომ მოახდენთ, ამაში დარწმუნებულები იყავით.![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები 3. 10 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის აკეთებდნენ 761 4-ს მოსწონს
|