x
image
_K_
ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
image

„ჩაიცვით თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აღკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და სადად და მათ დაამახსოვრდებათ ქალი, “ - თქვა კოკო შანელმა.
რთულია, მას არ დავეთანხმოთ, რადგან ტანსაცმელი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტანსაცმლის ყველა ნაკლი, ყველა დეფექტი გამოჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმეს პირველად უნდა შეხვდეთ.


სტატიაში გთავაზობთ ძირითად წესებს და რჩევებს იმისთვის, რომ ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდეთ.






1. კოსტუმის (ჟაკეტის) შუა ღილი ყოველთვის შეკრული უნდა გქონდეთ, ზედა ღილი შეკვრა/არშეკვრა თქვენზეა დამოკიდებული, ქვედა კი არასდროს უნდა იყოს შეკრული.


image





2. როცა პერანგს ან ბლუზს ატარებთ, არ გაიხსნათ 2-ზე მეტი ღილი.

image





3. ატარეთ საყურე, რომელიც თქვენს სამაჯურს უხდება და ყელსაბამი, რომელიც ბეჭედთან "მიდის".

3 ან 4 სამკაული ერთ ლუქზე ზედმეტია.

image





4. ჰალსტუხის წვერი წელამდე უნდა გწვდებოდეთ და მხოლოდ ოდნავ გადაკვეთოს ქამრის ადგილი.

image





5. აირჩიეთ ერთ-ერთი: მოკლე კაბა ან კაბა დეკოლტით. ორივე ერთდროულად ვულგარულს გამოგაჩენთ.

image





6. თუ პერანგს კოსტუმის გარეშე ატარებთ, ჰალსტუხი არ გჭირდებათ.

image





7. თქვენი სამსახურის დეკოლტიანი პერანგი არ უნდა იყოს 4სმ-ზე მეტად ჩაჭრილი.

image





8. თუ ზედა შარვალში გაქვთ ჩატანებული, შესაფერისი ქამარი გაიკეთეთ.

image





9. შიშველი კანის გამოჩენა შალის ჯემპრსა და ჯინსს შორის არ არის ლამაზი. თუ მუცლის გამოჩენა გსურთ, მაშინ ტოპი ატარეთ.

image





10. კარგი იქნება, თუ თქვენი ქამრის ფერი ფეხსაცმლის ფერს დაემთხვევა.

image




11. თვალსაჩინო იარლიკები მოაშორეთ ტანსაცმელს.

image




12. არ ატაროთ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრინტის ტანსაცმელი ერთდროულად. შეგიძლიათ, ჩაიცვათ 2 სხვადასხვა პრინტის ერთი ფერის სამოსი.

image





13. წინდები იმსიგრძე უნდა იყოს, რომ როცა დასხდებით, შიშველი კანი არ გიჩანდეთ ფეხზე.

image




14. თუ ოფისში უმკლავო მაისური გაცვიათ, მან მხრები მაინც უნდა დაფაროს. "ზორტიანი" ზედები ფორმალურ სიტუაციებში მიღებული არაა.

image






გაუზიარეთ ეს წესები მეგობარს, რომელიც მნიშვნელოვან გასაუბრებაზე მიდის ან იმას, ვინც არ იცის, როგორ გაიკეთოს ჰალსტუხი.

გახადეთ სამყარო თქვენ ირგვლივ ოდნავ უკეთესი!




წყარო: brightside.me
ნატალია ბრივას ილუსტრაციები


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 ტანსაცმელი, რომელიც ამახინჯებს თქვენს ფიგურას

2. 8 ძველი ტრენდი, რომელიც კვლავ მოდაში ბრუნდება

3. როგორ შევუხამოთ კაბას ფეხსაცმელი იდეალურად

.

0
21752
11-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
21752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0