რჩევები 8 რამ, რაზეც ინსტაგრამის ვარსკვლავები არ საუბრობენ 2018, 19 ნოემბერი, 13:59
ბევრს უკვირს, როგორ ახერხებენ ინსტაგრამის ვარსკვლავები უნაკლო სურათების გადაღებას. გვინდა თუ არა, საკუთარ თავს ვადარებთ მათ, ვნანობთ სწრაფი კვების საჭმელების ჭამასა და სპორტული დარბაზისთვის დროის ვერ გამონახვას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავები უამრავ ხერხს მიმართავენ, რათა დაგვაჯერონ, რომ უნაკლოდ გამოიყურებიან.
სტატიაში რამდენიმე ხერხს გაგაცნობთ, რაც დაგარწმუნებთ იმაში, რომ უნაკლო არავინაა.
1. მათი სურათები შესაძლოა დამუშავებული იყოსკარინა ირბი, მოდელი და დიზაინერი, ხშირად პოსტავს დაუმუშავებელ სურათებს, საზოგადოებას აჩვენებს განსხვავებას დაფოტოშოპებულსა და რეალურ სხეულს შორის. "ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ სოციალურ მედიაში ყოველთვის ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს", - ამბობს კარინა.ბევრი ფიტნეს მოდელი სპეციალურად პოსტავს დამუშავებულ სურათს, რათა გამომწერები დაარწმუნოს თავისი სხეულის იდეალურობაში. თუმცა, ბოლო დროს მეტად პოპულრული რეალური სხეულის ფოტოები გახდა. კარინასნაირი ადამიანები ცდილობენ, ყველას აჩვენონ, რომ უმთავრესი საკუთარი სხეულის სიყვარული და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობაა. 2. პოზა და გადაღების კუთხე ძალიან მნიშვნელოვანიაიდეალური სურათები, რომლებსაც სელებრითები პოსტავენ, ფრთხილად და დაკვირვებითაა არჩეული. ტრენერმა ჯენ ვაიდერსტორმმა ეს თეორია ორი წუთის სხვაობით გადაღებული ფოტოების კოლაჟით დაამტკიცა. ერთ ნაწილში ის ზის და მუცელი თითქოს შარვლიდან უვარდება, მეორე ნაწილში კი დგას და მისი მუცელიც იდეალურად გამოიყურება. "როცა ვზივართ, ყველანი ასე გამოვიყურებით. ეს სრულიად ბუნებრივია და ამის გამო თავს ნუ დაისტრესავთ", - ამბობს ჯენი.3. "სპონტანური" ფოტოების გადასაღებად სინამდვილეში ბევრ დროს ხარჯავენმოდელმა რებეკა პირსონმა აღიარა, რომ სპეციალურად ცდილობდა, ინსტაგრამზე იდეალური ცხოვრების ფოტოები გამოექვეყნებინა, რათა სამსახური ეშოვა. მან თავისი რამდენიმე ცნობილი ფოტოს შესახებ საზოგადოებას სიმართლე გაუმხილა. ქვევით მოცემულ ფოტოში ჩანს, თითქოს რებეკამ სპონტანურად მიიღო ეს პოზა, მაგრამ სინამდვილეში ამ კადრის დასაფიქსირებლად მისი შეყვარებული ნახევარ საათს წვალობდა. ასე რომ "სპონტანური" კადრის გადაღებას 300 ფოტო დასჭირდა.4. შეიძლება, ერთი შეხედვით იდეალურმა სხეულის ფორმამ მოგატყუოთრებეკას კიდევ ერთ იდეალურ ფოტოში ის სკამზე ზის, ფეხს წელავს და იდეალური მუცელი უჩანს. თუმცა, სინამდვილეში, ეს მისი ჯდომისა და განათების გამოა. "სინამდვილეში მუცელზე 1 კუბიკიც არასდროს მქონია, თუმცა რადგან ჰეშთეგად #fitspiration მივუთითე, უამრავმა ადამიანმა დამიწერა კომენტარები, როგორიცაა "ფიტნეს-გოგო", "მაგარი მუცელი გაქვს" და ა.შ, რამაც თავი ცოტათი დამნაშავედ მაგრძნობინა", - ამბობს რებეკა.5. ასევე, მათი ჯანსაღი სასმელიც შეიძლება ყალბი იყოსფიტნეს-მოდელები ხშირად პოსტავენ საჭმლისა და სასმლის სურათებს, თუ რას მიირთმევენ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. ამის გამო ჩვენც ხშირად ვყიდულობთ მსგავს პროდუქტს. სიმართლე კი ისაა, რომ შეიძლება ისინი უბრალოდ პოსტავენ, მაგრამ არასდროს სვამენ, მეტიც, შეიძლება "აყალბებენ" კიდეც ჯანსაღ პროდუქტს. კიმ კარდაშიანის ქვემოთ მოცემულ სურათში სწორედ ასე მოხდა. მას რევანდისგან, ჭარხლის ფოთლებისგან, ძირთეთრასგან და ხუჭუჭა კომბოსტოსგან დამზადებული სასმელი უჭირავს. რებეკა პირსონმა იგივე სასმელი დაამზადა სახლში და თქვა: "ორი ყლუპის მეტი ვეღარ დავლიე, ჭიქა ნიჟარაში ჩავდე და საკუთარ თავს გემრიელი ტოსტი მოვუმზადე".6. როცა გეუბნებიან, რომ ვარჯიშობენ, შეიძლება გატყუებენკიდევ ერთი ტყუილი, რასაც ფიტნეს მოდელები "კადრულობენ", ისაა რომ ხშირად პოსტავენ ვარჯიშის ფოტოებს, როცა სინამდვილეში არ ვარჯიშობენ. "სახალისოდ, უბრალოდ, იოგას ვაკეთებდი, ერთ ხელში დოსტოევსკი მეჭირა და დადებულ ფოტოს ჰეშთეგად #dostoyflexy მივუთითე. სინამდვილეში, ეს პოზა მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში მქონდა მიღებული და ამას საერთო არაფერი ჰქონია ვარჯიშთან", - ამბობს ჯესიკა.7. "იდეალური" ფოტოებში თავიანთი ცხოვრების საუკეთესო მხარეს აჩვენებენროცა მოდელების ინსტაგრამს ვათვალიერებთ, მათი სხეულიც და ცხოვრებაც იდეალურად გვეჩვენება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც ვუყურებთ, უბრალოდ კარგად არჩეული კადრებია მათი ცხოვრებიდან. "აქ ჩემი სხეულის ორ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ ფოტოს ხედავთ, ორივე შემთხვევაში ძალიან მიყვარს საკუთარი თავი. დაიმახსოვრეთ, გადაღების კუთხე თქვენს ფასს არ ცვლის", - ამბობს პერსონალური ტრენერი ანა ვიქტორია.8. შეიძლება, უბრალოდ, ბუნებრივად გამხდრები არიანზოგი მოდელი ჯანსაღი სალათისა და სმუზის ფოტოებს პოსტავს, ზოგი კი საზოგადოებას აჩვენებს, როგორ მიირთმევს სწრაფი კვების საჭმელსა და ტკბილეულს, რათა დაამტკიცოს, რომ გემრიელად ჭამა კარგ ფორმაში ყოფნას არ უშლის ხელს. შეიძლება ისინი ჰამბურგერებისა და ნაყინის ჭამის შემდეგ ისევ გამხდრები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დანარჩენებისთვისაც ასე იქნება. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, განსხვავებული სხეული და მეტაბოლიზმის სისტემა გვაქვს. ზოგისთვის მარტივია, ჭამოს და არ გასუქდეს, რადგან, უბრალოდ, მათი ორგანიზმია ასეთი.
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს, შეიყვარეთ და პატივი ეცით ისეთ "მე"-ს, როგორიც ხართ. შექმენით საკუთარი მაგალითი, რომელსაც მიყვებით.ასევე დაგაინტერესებთ:1. ფრთხილად! ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი სხვაგვარად ჩანს2. ღიმილის 9 ტიპი - რა იმალება თითოეული მათგანის უკან 3. აი, რატომ არ უნდა ენდოთ ონლაინ-შოპინგებს 351 3-ს მოსწონს
|