ტენდენციები 2018 წლის 8 ყველაზე მოდური ვარცხნილობა 2018, 25 აპრილი, 23:46 თუ თმის შეჭრა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რომელი ვარცხნილობა მოირგოთ, მაშინ სწორ ადგილას მოსულხართ! ჩვეულებრივ, ვარცხნილობის არჩევა რთულია. ცნობილი ადამიანები კონსულტაციას სტილისტებთან გადიან, რომლებიც სპეციალურად ზრუნავენ მათ ვარცხნილობაზე. თუმცა, როგორც წესი, ყველაზე ტრენდული ვარცხნილობები იშვიათ შემთხვევებში თუ არ უხდება ვინმეს. სტატიაში სწორედ 2018 წლის გაზაფხულის 8 ყველაზე მოდურ ვარცხნილობას გთავაზობთ, რომლებიც, იმედი გვაქვს, არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. 1. ელფური ვარცხნილობა ეს, ალბათ, 2018-ის ყველაზე ექსტრავაგანტული ვარცხნილობაა. გაბედეთ ზედმეტი თმის მოჭრა, რომელიც არაფერში გარგიათ. ეს ვარცხნილობა მოსავლელადაც მარტივია. წარსულში მას ემა უოთსონი, ქეით ჰადსონი და ჯენიფერ ლოურენსი ატარებდნენ. 2. კლასიკური ჩოლკა დაგვიჯერეთ! ეს არ არის მოსაწყენი სია, სადაც მოსაწყენ ვარცხნილობებს შეხვდებით. ჩოლკა ნამდვილად დაბრუნდა მოდაში! სელებრითები, რომლებმაც ეს ვარცხნილობა მოირგეს, არიან: ნინა დობრევი, დაკოტა ჯონსონი და მარსია გრეი ჰარდენი.3. უსწორმასწორო კარე ეს 2018-ის ერთ-ერთი საუკეთესო ვარცხნილობაა! თუ მოსაწყენი თმა მოგბეზრდათ, მაშინ ეს უნდა სცადოთ! მას ატარებდნენ: კამერონ დიაზი, ნინა დობრევი და მეგ რაიანი.4. საშუალო სიგრძეეს სტილი 1920-იანებში დაიბადა და დღეს ისევ მოდაშია. როგორც წესი, ასეთი ვარცხნილობა მხრებამდე სიგრძის თმას ნიშნავს და მისი განსხვავებული ვარიაციები არსებობს. ვარცხნილობა მოირგეს ისეთმა სელებრითებმა, როგორებიც არიან ემა სტოუნი, კრისი ტეიგენი და ჯენიფერ ლოურენსი.5. მიკრო-ჩოლკა თუ გინდათ, რომ თქვენს 2018 წლის ვარცხნილობას ცოტაოდენი იდუმალება ად ინტრიგა შესძინოთ, მაშინ ეს ვარცხნილობა თქვენთვისაა! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სელებრითი, რომელიც ამ ვარცხნილობას აატრებდა, ემა უოთსონია.6. "მულეტი" დიახ, სწორად გესმით. ეს ვარცხნილობაც დაბრუნდა მოდაში! სელებრითებს შორის, რომლებმაც ეს ვარცხნილობა მოირგეს, არიან კრისტენ სტიუარტი და სკარლეტ იოჰანსონი.7. ფარდისებური ჩოლკები კლასიკური ვარცხნილობა, რომლის მორგება მაშინაც შეგიძლიათ, როცა ჩოლკებს იზრდით. ის ლამაზ ფორმას აძლევს თქვენს სახეს. რატომ არ ცდით ასე თმის შეჭრას ამ წელსაც?8. თანამედროვე შეგი ეს კიდევ ერთი გათანამედროვებული ძველი ვარცხნილობაა. ის სახალისო, ადვილად მოსავლელი და საკმაოდ მოდურია. ვარცხნილობა მოირგეს ჰოლი ბერიმ, ქლოი გრეი მორეტცმა და მიშელ პფეიფერმა.p.s. სელებრითების ვარცხნილობების სანახავად დააწკაპეთ მათ სახელებზე❤ ასევე დაგაინტერესებთ: 1. გოგონები, რომლებმაც თმის შეჭრა გაბედეს და შედეგით კმაყოფილები დარჩნენ 2. 8 ძველი ტრენდი, რომელიც კვლავ მოდაში ბრუნდება 3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 4. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს 5. რა აცვიათ სინამდვილეში ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში 3592 5-ს მოსწონს
|