ვარსკვლავები რუს "კიმ კარდაშიანს," ანასტასია კვიტკოს ფოტოს გამო დასცინეს 2019, 27 აპრილი, 12:37 მოდელ ანასტასია კვიტკოს უკვე დიდი ხანია რუს "კიმ კარდაშიანს" უწოდებენ, კალინინგრადელმა გოგონამ კარიერა 17 წლიდან დაიწყო და ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მუშაობს, სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა “Maxim"-მა კვიტკო რუსეთის ყველაზე სექსუალური ქალების სამეულში შეიყვანა. კვიტკომ მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ სხეულის ყველა ნაწილი ნატურალურია. ანასტასია რა თქმა უნდა მუდმივად დებს ფოტოებს სოციალურ ქსელში, რომელსაც ათასობით მოწონება და ქათინაურებით სავსე კომენტარები ახლავს, თუმცა სულ ახლახან გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც კვიტკო ყვითელ საცურაო კოსტუმშია, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა"თეძოები ძალზე მასიურია, არც მისი კანი ჩანს გლუვი და ცელულიტიც სახეზეა. კვიტკო ძალზე აქტიურად იყენებს ფოტოშოპს და ამჯერად ეტყობა სიჩქარეში რაღაც გამორჩა "ეს რა ხუმრობაა?" "ნახეთ როგორი მომჩვარულია" "იაფასიანი პორნომსახიობი" "ცელულიტი, კრემის წასმა დაავიწყდა?"-წერენ კომენტარებში. 453 3-ს მოსწონს
|