x
image
_K_
სანამ უცხო ქვეყანას ეწვევით, ეს წესები გაითვალისწინეთ!
imageყველა ვთანხმდებით ფაქტზე, რომ სანამ უცხო ქვეყანას ვეწვევით, უნდა გავეცნოთ ადგილობრივ ტრადიციებსა და წესებს.


სტატიაში იხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მოგზაურობისას.








რუსეთი

არასდროს მიართვათ ვინმეს ლუწი რაოდენობის ყვავილები საჩუქრად!

რუსებს ლუწი რაოდენობის ყვავილები პანაშვიდებზე და გასვენებებზე მიაქვთ. ბედნიერი თაიგული კი ყვავილების კენტ რაოდენობას უნდა შეიცავდეს.


image







ჩილე

არაფერი შეჭამოთ საკუთარი თითებით! ამ ქვეყანაში მანერებს დიდი ყურადღება ექცევა.

image







სინგაპური

უფრთხილდით დაჯარიმებას! აკრძალულია ფრინველების გამოკვება, ქუჩაში ნაგვისა და ნარჩენების დაგდება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭამა და ა.შ.

image







ინდოეთი

ამ ქვეყანაში მარტივად შეიძლება ციხეში მოხვდეთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ინდოეთში საპირისპირო სქესის ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი აკრძალულია.

image







იაპონია

არ გაბედოთ ხურდის (ჩაის) დატოვება რესტორნებსა თუ კაფეებში! აქ ეს მიუღებელია. ასევე, აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში ჩახუტება. ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ადგილობრივები იქცევიან.

image







მექსიკა

მექსიკელებს ხუმრობა უყვართ და არასდროს უშვებენ ამის შანსს ხელიდან. ნუ მიიტანთ ხუმრობებს გულთან ახლოს და ნუ გაღიზიანდებით.

სცადეთ ახალი რამ! ადგილობრივები დაგიფასებენ მათი ენის სწავლისა და ტრადიციების გაგების სურვილს.

image







ახალი ზელანდია

არ გაიოცოთ, თუ ბევრ ფეხშიშველა ადამიანს ნახავთ.

არ იხუმროთ რაგბიზე, "ბეჭდების მბრძანებელზე" და დიდი ბრიტანეთის დედოფალზე. ახალზელანდიელებისთვის ეს თემები სერიოზულია.

image







ნორვეგია

არ დასვათ ეკლესიასთან დაკავშირებული კითხვები. ეს შეიძლება უპატივცემულობად ჩაგითვალონ. ბევრი ადამიანი ნორვეგიაში სულაც არ დადის ეკლესიაში.

არ ელოდოთ ფორმალობებს. როგორც წესი, აქ ადამიანები არაფორმალურად საუბრობენ და ერთმანეთს სახელით მიმართავენ.

image







თურქეთი

არავის აჩვენოთ "OK" ნიშანი. ეს აქ უხამს ჟესტად აღიქმება.

სცადეთ, ბევრი არ დალიოთ. საზოგადოებაში სიმთვრალე აქ სირცხვილად მიიჩნევა.

არ მოიწმინდოთ ცხვირი და არ ჩაიყოთ ხელი პირში, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში.

image







დიდი ბრიტანეთი

დაიკავეთ რიგი და არ ეცადოთ, ვინმეს გზა მოუჭრათ, თორემ აუცილებლად განგსჯიან ამისთვის.

არ ჰკითხოთ ადამიანებს, რამდენი აქვთ ხელფასი. დიდ ბრიტანეთში სასაუბროდ კარგი თემა ეს ნამდვილად არაა.

არ დაპატიჟოთ უცნობები სადმე; მხოლოდ ახლო მეგობრები მიიწვიეთ სასურველ ადგილას.

image







ირლანდია

არ სცადოთ საუბარში ირლანდიელებს მიჰბაძოთ. მათთვის ირლანდიური აქცენტი არ არსებობს; აქცენტებს იმის მიხედვით განასხვავებენ, თუ რომელი რეგიონიდან არიან წარმოშობით.

ნუ იქნებით ხელმომჭირნე. ღამით ბარებში სმა არ დაიწყოთ, თუ ბევრი ლუდის საყიდლად საკმარისი ფული არ გაქვთ.

image







გერმანია

მისასალმებლად ნაცისტური ჟესტი არ გამოიყენოთ! ეს კრიმინალად ითვლება და შეიძლება, მაშინვე დაისაჯოთ.

ნუ მიაშტერდებით ხალხს. აქ ამას მხოლოდ ღარიბები და ცუდად აღზრდილები აკეთებენ.

არ სცადოთ, იყოთ ზედმეტად მეგობრული. ტიპურ გერმანელს დრო სჭირდება, სანამ ახალგაცნობილს შეეჩვევა.

არავის მიულოცოთ დაბადების დღე წინადღით. გერმანელებს ამ საკითხთან დაკავშირებით ცრურწმენა ახასიათებთ. სჯერათ, რომ ეს ცუდის ნიშანია და დაბადების დღეზე შეიძლება მოკვდნენ კიდეც.

image







კენია

არ გამოხატოთ რელიგიისადმი უპატივცემულობა. ადგილობრივების უმეტესობა რელიგიურია.

იყავით მომთმენი. განრიგის მიხედვით აქ თითქმის არაფერი ხდება.

არ ისაუბროთ სექსზე უცნობებთან.

არავის მიმართოთ სახელით, თუ ჯერ თვითონ არ მოუმართავთ ასე.

image







მალაიზია

არასდროს არავის შეეხოთ თავზე, ბავშვებსაც კი. აქ თავი სხეულის ყველაზე წმინდა ადგილად მიიჩნევა.

image







კორეა

როცა რამეს, განსაკუთრებით კი ფულს, ხელში გაძლევენ, მის ასაღებად ორივე ხელი გამოიყენეთ. ეს პატივისცემის ნიშანია.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. მოგზაურები გირჩევენ, ამ ტურისტულ სანახაობებში ფული არ გაფლანგოთ

image


2. გამოვლინდა 15 ყველაზე ინტერნეტდამოკიდებული ქვეყანა მსოფლიოში

image


3. გირჩევთ, ეს 5 ნივთი საფულეში არ შეინახოთ

image


0
810
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0