x
image
თამილა გურაშვილი
მსოფლიოს ულამაზე ქალი- კვაზიმოდოს სიყვარული ესმერალდა 90 წლისაა
image

ცნობილ იტალიელ მსახიობს, რომელიც განთქმულია თავისი განუმეორებელი სილამაზით და როლებით: ესმერალდა ლეგენდარული "პარიზის ღვთიმშობლის ტაძარი"-დან და ადელინა ლა ფრანშიზი ფილმიდან "ფანფან ტულპანიდან, " უკვე 90 წლისაა! შეუძლებელია დაივიწყოს ის, თუ რა ფანტასტიკური კვალი დატოვა იტალიელმა ესმერალდამ მსოფლიო კინომატოგრაფიის ისტორიაში.image
ლუიჯინა ლოლობრიჯიდა დაიბადა 1927 წლის 4 ივლისს იტალიაში, ავეჯის მწარმოებლის ოჯახში. ჯინამ და მისმა სამმა დამ მთის სოფელში ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა გაატარა. მოგვიანებით მთელი ოჯახი რომში გადავიდა. ბავშვობიდან ძალიან ნიჭიერი იყო: ჯინა სწავლობდა ხელოვნების აკადემიაში, სწავლობდა საოპერო ვოკალებს, ხატავდა კარიკატურებს და შარჟებს. რომის ქუჩებში ის გამვლელების კარიკატურებს ხატავდა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მსახიობს ფილმებში მოღვაწეობის პერსპექტივა არ იზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებები არაერთხელ გაკეთდა. ის ოცნებობდა გამხდარიყო საოპერო მომღერალი ან მოქანდაკე.image

მაგრამ ბედი გამოუცნობი რამეა: დედამისის მხრიდან ზეწოლისა და ფულის გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლოლობრიჯიდა მაინც მოხვდა გადასაღებ მოედანზე. პირველად ეპიზოდურ როლში ითამაშა. ხოლო, მას შემდეგ რაც სილამაზის კონკურსში "მის იტალიაში" მესამე ადგილი დაიკავა, დაიწყეს მისი მიწვევა სრულმეტრაჟიან იტალიურ მხატვრულ ფილმებში.

ჟინა ლოლობრიჯიდას წარმატება გამოჩენილი ფრანგი კინორეჟისორი ქრისტიან ჟაკის გადაღებულმა ფილმმა მოუტანა . 1952 წელს გამოვიდა ფილმი "ფანფან-ტულპანი", რომელშიც ჯინა ცნობილ ფრანგ მსახიობ ჟერარ ფილიპთან ერთად თამაშობდა. ამ ფილმის მერე ჯინა ცნობილი გახდა იტალიის გარეთ. შემდეგ დაიწყეს მსახიობის მიწვევა ჰოლივუდში. პირველი ამერიკული ფილმი, რომელშიც ითამაშა ლოლობრიჯიდამ, გამოვიდა 1953 წელს და ეწოდა "ეშმაკის აჩრდილი."

50-იან წლებში ჯინა არაერთხელ აღიარეს, როგორც ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში და ყველაზე ლამაზი იტალიელი მსახიობი. თუმცა, ეს არ ასახული გოგონაზე. იგი ჯერ კიდევ აღფრთოვანებული იყო ხელოვნებით: ფილმებში თამაშობდა, მაგრამ ამავე დროს, მოღვაწეობდა, როგორც მოქანდაკე და ფოტოგრაფი.


მიუხედავად მსოფლიო კრიტიკოსთა აღიარებისა და მხარდაჭერისა, 60-იან წლებში მსახიობმა დატოვა კინო და ხელოვნების სამყაროში აღმოჩნდა. მისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ლოლობრიჯიდა 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. ლოლობრიჯიდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიურ და მსოფლიო კინოს განვითარებაში . მსახიობმა, არა მხოლოდ შეასრულა როლები ბრწყინვალედ, არამედ, მოახერხა თავად წარმოჩენილიყო, როგორც სცენარისტი და რეჟისორი.imageimageimageimageimageimageimage
ჯინა ლოლობრიჯიდა 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ბედნიერ ქორწინებაში იუგოსლავიელ ექიმ მილკო სკოფიჩთან, რომელთანაც მას ყავს შვილი მილკო უმცროსი. მათი ქორწინების დარღვევის შემდეგ, მსახიობს ქონდა რამდენიმე შოკისმომგვრელი რომანი, თავისზე ახალგაზრდა მამაკაცებთან.

imageimageimageimageimage
ჯინა ახლა ცხოვრობს რომში, სადაც მას საკუთარი დიდებული ვილა აქვს. მსახიობი კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. დღეს იგი 90 წლისაა, მაგრამ ლოლაბრიჯიდა იმედოვნებს, რომ მინიმუმ 30 წელი კიდევ იცხოვრებს. მას აქვს ამის შანსი, მისი დეიდა იყო იტალიის ყველაზე უხუცესი ქალი, რომელიც 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.







0
1278
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0