პოლიტიკა შრი ლანკაში მომხდარ ტერაქტს 359 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ( + ფოტოები ) 2019, 25 აპრილი, 22:11 ![]() CNN-ის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებმაც შრი-ლანკაში კათოლიკურ აღდგომას აფეთქებების სერია განახორციელეს, მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ.სხვადასხვა ბრალდებით ტერორიზმთან და აფეთქებებთან კავშირის გამო დაახლოებით 70 ადამიანი დააკავეს. 32 მათგანის საქმეს კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.ტერაქტებს ადგილობრივი სამართალდამცველების გარდა 6 ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურა იძიებს, მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის სკოტლანდ იარდი და აშშ-ს FBI. სამართალდამცველების ინფორმაციით, ყველა დაკავებული შრი-ლანკელია. ინტერნეტში არა ერთი სურათი გავრცელდა და მათ შორის ისეთიც, სადაც ჩანს, როგორ შედის ზურგჩანთიანი ტერორისტი ეკლესიაში. რამდენიმე წამში კი ტაძარში ძლიერი აფეთქება მოხდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ტერორისტების თავდასხმის ობიექტი კვირას ნეგომბოს, ბატიკალოასა და კოლომბოს კოჩჩიკადეს დასახლებებში მდებარე სამი ეკლესია გახდა, სადაც სააღდგომო წირვა აღევლინებოდა. სულ მალე კი ქვეყნის დედალაქალაქში სასტუმროები „შანგრილა“, „კინგსბერი“ და „სინამონ გრანდ ჰოტელი“ აფეთქდა.შრი-ლანკას მთავრობის განცხადებით, აფეთქებების უკან ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება თაუჰიდ ჯამათი დგას. ![]() ![]() ![]() ![]() შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელების უმეტესობა განათლებული, საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელია. ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები არიან და ოჯახებსაც სტაბილური მატერიალური მდგომარეობა აქვთ.მისივე თქმით, ერთმა მათგანმა განათლება ბრიტანეთში მიიღო და სავარაუდოდ, მოგვიანებით სამაგისტრო კურსი ავსტრალიაში გაიარა. ![]() ![]() 34 2-ს მოსწონს
|