x
image
ზოგადი განათლება
''თუ მშობელი არაფერს კითხულობს და უბრალოდ მიუთითებს შვილს, რომ მან წაიკითხოს, ის არ წაიკითხავს'' - გელა ჩარკვიანი

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, საქართველოში - წიგნის ჩუქების დღე(გიორგი კეკელიძის ინიციატივითა და სხვადასხვა კომპანიების მხარდაჭერით). ამ დღეს რამდენიმე ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ ლექციები ჩაატარეს, მათ შორის, ერთ-ერთი გელა ჩარკვიანი იყო, რომელმაც პირველი რესპუბლიკის ბაღში ლექცია შემდეგ თემაზე ჩაატარა: ''რატომ ვსწავლობდი და ვასწავლიდი''.

აღნიშნულ ლექციაზე ჩარკვიანმა იმაზეც ისაუბრა თუ რატომ შეიძლება არ კითხულობდნენ ბავშვები წიგნებს. აღნიშნა, რომ ამაში გარკვეული წვლილი მშობელს ეკისრება.

image

-

„ჩემთვის წიგნის საერთაშორისო დღე არის უდიდესი მნიშვნელობის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნს. და თუკი რამეს სჭირდება დაცვა, გავრცელება, პრომოუშენი, როგორც დღეს იტყვიან, ყველაზე უფრო სჭირდება წიგნს.

-

მშობლებს ვურჩევ, ნუ მიატოვებენ ბავშვებს, თვითონ მიიღონ მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. პატარაობიდან შეაჩვიონ ბავშვები წიგნებს, შეაყვარონ წიგნი, ეს მშობელზე დიდად არის დამოკიდებული. მაგრამ იმისთვის, რომ შეაყვარონ, თვითონაც უნდა უყვარდეთ წიგნი, თვითონაც უნდა კითხულობდნენ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ბავშვი სწავლობს მაშინ, როდესაც ხედავს რომ ამას აკეთებს მისი მშობელი. თუ მშობელი არაფერს კითხულობს და უბრალოდ მიუთითებს შვილს, რომ მან წაიკითხოს, ის არ წაიკითხავს.“ - გელა ჩარკვიანი



--------------------------------

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

--------------------------------

ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს

--------------------------------

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა

--------------------------------

U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!

--------------------------------


''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა

--------------------------------

სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა

--------------------------------

ჭკვიანი კაცის ქცევის 15 წესი

--------------------------------

სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან

--------------------------------

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

--------------------------------

1
176
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
176
  
2019, 26 აპრილი, 10:39
უფ, რა პროპორციულია LIKE & SHARE :დ
0 1 1