სიახლეები გერმანელმა ქალმა დაუჯერებლად იდეალურად შენახული 1977 წლის "მერსედესი "გაყიდა 2019, 23 აპრილი, 12:02 ![]() 1977 წელს გამოშვებული მოდელი Mercedes 450 SLC AMG , რომელიც პენსიონერ ქალს ეკუთვნოდა იმდენად იდეალურად გამოიყურება, რომ გეგონებათ ახლახან გამოიყვანეს ავტომაღაზიიდანო. გაიცანით ქალბატონი ბოზემი, რომელმაც 1977 წლის 1 ივნისს შეიძინა ავტომობილი ოფიციალური დილერისგან. ![]() აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი დიდხანს იყო ლიდერი წარმოების ხანგრძლივობის მხრივ, მთლიანად 18 წლის განმავლობაში გაიყიდა 300 175 ავტომობილი, სიმძლავრის გამო ავტომობილი განსაკუთრებით პოპულარული იყო აშშ-ში, სწორედ ამიტომ ამ სერიის ავტომობილების 62% სწორედ ამ ქვეყანაში გაიყიდა. ახლა კი დავუბრუნდეთ ქალბატონ ბოზემს, მისი ოჯახი 1985 წელს გერმანიიდან კალიფორნიაში გადასახლდა, კერძოდ მზიურ ქალაქ სანტა- ბარბარაში, სადაც 2014 წლამდე დადიოდა ამ მანქანით თითქმის ყოველდღე, შემდეგ კი გაყიდვამდე ფაქტობრივად სახლში გააჩერა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უფრო მეტიც, ავტომობილის 42 წლის წინანდელი საბუთებიც კი ისე იდეალურად არის შენახული, თითქოს სულ ახალი დაბეჭდილიაო. ახლა დავხედოთ სპიდომეტრს, გავლილი აქვს 114.000 ათასი კილომეტრი, გამოდის, რომ წელიწადში 3000 კილომეტრზე ნაკლებს გადიოდა, ხოლო 3000-ს თუ გავყოფთ 365-ზე მივიღებთ დღეში 8 კილომეტრს.
ქალბატონმა ბოზემმა განცხადება Ebay-ზე განათავსა და მყიდველიც ორ დღეში გამოუჩნდა, ულაპარაკოდ გადაიხადა 16 000 დოლარი. ![]() ![]() 560 4-ს მოსწონს
|