საზოგადოება "გავაგრძელო ჩამოთვლა, თუ მიაყენებთ ტრაკებს???" - 4 ოჯახის ტრაგიკული ისტორია 2019, 21 აპრილი, 15:42 სახალხო მოძრაობა "შეაჩერე კორუფცია" - დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ემოციურ ისტორიებს აქვეყნებს. როგორც ენუქიძე წერს, დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველთა ოჯახში იმყოფებოდა დოლაბაურზე, სადაც გულისმომკვლელი ამბავი დახვდა. "დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველთა ოჯახში ვიყავი დოლაბაურზე. მოხუცი ქალი დამხვდა - გამხდარი, გალეული. ნათესავის სახლში ცხოვრობდნენ. მისი შვილი ლოგინად იყო ჩავარდნილი რაღაც ტრავმის გამო. ორი შვილიშვილი ჰყავდა - სტატუსშეჩერებული სტუდენტი ბიჭი და 14 წლის გოგონა. ბავშვები სახლში იყვნენ, მაგრამ ოთახიდან არ გამოსულან. არც კაცმა ისურვა საუბარი - რა აზრი აქვსო? ქალმა ათასი ამბავი მიამბო გაჭირვებაზე, მაგრამ ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით: ჩემი შვილი მიხვდა, რომ, რაც გვქონდა, ყველაფერს მას ვაჭმევდით, ჩვენ კი ნახევრად მშივრები ვიყავითო. ამიტომ გვაიძულებს, რომ მის თვალწინ ვჭამოთო. ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა... მეორე ოჯახი იმავე დღეს: აღწერა გავაკეთეთ იმის დასადგენად, თუ რატომ მოუხსნეს სოციალური დახმარება და როდესაც შევთავაზე, რომ ჟურნალისტებს შევახვედრებდი, მისმა შვილიშვილმა ტირილი დაიწყო. 12 წლის გოგონას შერცხვა. არ მინდა, რომ ჩემმა თანაკლასელებმა ტელევიზორში ჩემი სახლი ნახონო... მესამე ოჯახი - ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ფიქსირებულ ნაგებობაში, გადაუტიხრავ 70 კვ.მეტრიან დარბაზში, ცხოვრობდა ქალი, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. ბიჭები არიან, ვერ ვანაყრებ. მე და ჩემი შვილი, ფაქტობრივად, მშივრები ვართო.... არც ამ ბავშვებმა მოინდომეს ჩვენთან კონტაქტი. მეოთხე: 16 წლის ბიჭი სკოლაში არ დადიოდა ბოლო ორი წელი. ავადმყოფ დედას უვლიდა. მეზობლები ამბობდნენ - ყველაფერი შეუძლია ამ ბიჭს. თუ ვინმეს რამე გაუფუჭდება, ეს გვიკეთებსო. სკოლის ამბავი რომ ვკითხე, მიპასუხა - დამცინესო. მიზეზი ვკითხე - არ მიპასუხა და გამშორდა... ჩემმა მეგობრებმა იციან, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იმ დღეებში და როგორ გამიჭირდა ამდენი უბედურების ყურება და მოსმენა. ვისურვებდი, რომ იგივე გაგევლოთ თქვენც, რადგან, აცნობიერებთ ამას თუ არა, რაკი წერა-კითხვა იცით და აქ ლაზღანდარობაც შეგიძლიათ, ამ ქვეყანის წინაშე პასუხისმგებლობაც გაკისრიათ. ხო, ვიცი, რომ ასეთი დამოკიდებულებებიც არსებობს: 1. თავად არიან დამნაშავეები. 2. არ არის სიტყვა, არ არის პრობლემა. 3. ყველგან ხდება. ხოდა, რა ვქნა ეხლა? გავაგრძელო ჩამოთვლა, თუ მიაყენებთ ტრაკებს???" 984 შეფასება არ არის
|